დანაშაულის ტოლფასია გელათის გარშემო შექმნილი მდგომარეობის ტექნიკურ „ხარვეზად“ შეფასება - მედეა მეტრეველი

დანაშაულის ტოლფასია გელათის გარშემო შექმნილი მდგომარეობის ტექნიკურ „ხარვეზად“ შეფასება - მედეა მეტრეველი

access_time2020-10-20 12:32:01

„ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მედეა მეტრეველი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა თავისი უმოქმედობით თუ მავნებლური არაკომპეტენტურობით ყოველდღიურად გვაყურებინებს გელათის ჩამოშლის უმძიმეს პროცესს და მოუწოდებს განათლების და კულტურის სამინიტროს დროულად აიღოს ხელში მართვის სადავეები ძეგლის გადასარჩენად. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ ააფეთქა საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, წაშალა ოქროს მოპოვების ტრადიციის ისტორიული კვალი ჩვენს ქვეყნაში და ახლა უკვე, თავისი უმოქმედობით თუ მავნებლური არაკომპეტენტურობით ყოველდღიურად გვაყურებინებს გელათის ჩამოშლის უმძიმეს პროცესს. ვითარება, რომელიც შესაძლოა ქართული კულტურისთვის უმძიმესი შედეგით დასრულდეს, სრულებით არაადეკვატურად იმართება ხელისუფლების მიერ. დაგვიანებული რეაგირება, გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა არის ის მთავარი მიზეზები, რის შედეგადაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მთავარი ტაძრის და წმ. გიორგის ტაძრის უნიკალური ფერწერა და ქვა ნადგურდება. კულტურის სამინისტრო თავს ანგარიშვალდებულადაც არ გრძნობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მთავრობის გეგმის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ არც არსებობს და პროცესები მხოლოდ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ერთი უწყების იმედად არის მიტოვებული,“-განაცახადა მეტრეველმა.



მეტრეველი ICOMOS საქართველო-ს მიერ 12 ოქტომბრის შეფასებას გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილ უმძიმეს ვითარებასაც გამოეხმაურა. სადაც ნახსენებია, რომ „სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს საჭირო რესურსების მობილიზება კრიტიკული მდგომარეობის დროულად და ადეკვატურად მართვისთვის“.




„მოვუწოდებთ საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს, დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები, აიღოს სრული პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადასარჩენად, რომელიც სრულად მიტოვებულია ხელისუფლებისაგან, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე დგას და რაც მთავარია სჭირდება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა, რისი რესურსიც სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების ჩართვა რესტავრაციის პროცესში, მით უფრო რომ ICOMOS საქართველო-ს შეფასებით „საქართველოს მწირი და არადამაკმაყოფილებელი გამოცდილება აქვს საეკლესიო ხუროთმოძღვრების კრამიტით რესტავრაციის საკითხებში" და, ამ მიმართულებით, განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ექსპერტიზა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი უმოქმედო დღე საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, სასწრაფოდ უნდა მომზადდეს ტაძრების სრული გადახურვის კონსტრუქცია, რაც უზრუნველყოფს მათ დროებით დაცვას,“-აღნიშნა მეტრეველმა.



„ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაასაჯაროვოს გელათის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ტაძრების რესტავრაცია-კონსერვაციის სრული პროექტი, სააგენტოს 2017-2019 წლის ანგარიშები, 2017-2020 წლების სააგენტოს მონიტორინგის და ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები, წმ. გიორგის ტაძრების დროებითი გადახურვების სრული პროექტი და სხვა დეტალი რაც ამ საქმეს უკავშირდება. UNESCO - ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და საერთაშორისო ICOMOS - ში გაგზავნილი ანგარიშები და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის და საერთაშორისო ICOMOS-ის შეფასებები გელათის მონასტერზე ჩასატარებელ სამუშაოებზე.



NS 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up