საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2019-11-07 14:28:03

დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. კომპანიების წარმოამდგენლებთან ერთად ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, კახა რუხაძე წარმოადგენდნენ, ხოლო შემოსავლების სამსახურის მხრიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და მის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი მონაწილეობდნენ.


შეხვედრისას მხარეებმა წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში არსებული დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს, ასევე საუბარი შეეხო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცესს.


„მისასალმებელია, რომ დღეს შემოსავლების სამსახურთან ვმუშაობთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანიებს დიდი ხანია აწუხებთ და რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია. ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრა არამართებული და არასამართლიანია და მივესალმებით, რომ ამ პოზიციას იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს დღევანდელი ხელმძღვანელობა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება და ის პრობლემები, რომელსაც დღეს ბიზნესი ასწყდება დანაკარგების დაბეგვრის კუთხით სწრაფად და ეფექტიანად აღმოიფხვრება“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.



შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დასმულ კითხვებზე სათანადო პასუხები მიეღოთ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ კვირაში შემოსავლების სამსახური წარმოადგენს საკუთარ ხედვას დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებით.


სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამუკა ბარათაშვილი.


„კომერსანტი“





„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up