დამზადებულია საქართველოში - „გემუანის

დამზადებულია საქართველოში - „გემუანის" მშრალი ხილი ევროპასა და ამერიკაში

access_time2018-02-16 10:40:39

ქართულ ბაზარზე სამეგრელოში დამზადებული მშრალი, ხრაშუნა ხილი „გემუანი“ გამოჩნდა. კომპანია სახელმწიფო პროგრამის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში გაიხსნა. საწარმო 1 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მის გახსნაში დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.


მიუხედავად იმისა, რომ „გემუანი“ ბაზარზე 2017 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა ის ამავე წლის შემოდგომიდან ექსპორტზე ჰოლანდიასა და ამერიკაში გადის. რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე ბრენდი რამდენიმე ჰიპერმარკეტის ქსელსა და მარკეტებში შედის. პროდუქციის ფასები მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი, რადგან მშრალი ხილის დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე პრემიუმ კლასისაა. ამჟამად „გემუანის“ ხილვა 300 და 500 მილილიტრიან ქილებში შეგიძლიათ. 


კომპანია ამ ეტაპზე წელიწადში 350 ტონამდე ნედლეულს აწარმოებს. რამდენიმე თვეში წარმოების გასამმაგებას გეგმავს, წლის ბოლოს კი დამატებით 1 000 კვადრატულ მეტრზე გაფართოებას აპირებს. „გემუანი“ რამდენიმე თვეში დიდ ქალაქებში გაფართოვებასაც აანონსებს.

 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის პროექტების მენეჯერი ზაქარია ყურაშვილი აცხადებს, მათი ძირითადი გათვლა საექსპორტო ბაზრებზეა, რადგან „გემუანისთვის“ ეს მომგებიანია. მისივე განცხადებით, სხვა ქვეყნების პროდუქტთან შედარებით ქართული ხილის გემოვნური თვისებები გამორჩეულია.

 

„ეს  იმის საშუალებას გვაძლევს, რომ სხვა ქვეყნებზე უკეთესი, სუფთა პროდუქცია ვაწარმოოთ.


საქართველოს ბაზარზე მინიმალური საფასო მარჟა გვიჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ დამზადების ტექნოლოგია ძვირია. პროდუქციის ხარისხიდან გამომდინარე ის შესაბამისად მაღალ საფასო სეგმენტში გადის.



მსოფლიო ბაზარზე ჩვენ კონკურენტებთან შედარებით პროდუქციის წარმოება დაახლოებით სამჯერ იაფად შეგვიძლია. სწორედ ამიტომაა ექსპორტი ჩვენთვის საინტერესო. ის მოგება, რასაც კომპანია ნახულობს ძირითადად საექსპორტო ბაზრებიდანაა“, - განაცხადა ყურაშვილმა.


ზაქარია ყურაშვილის თქმით, თავდაპირველად ბიზნესში თავის დამკვიდრება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.


„კომერსანტთან“„გემუანის“ წარმომადგენელი ქართულ და უცხოურ ბაზრებზე არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს. ყურაშვილის განცხადებით, მსგავსი სახის პროდუქცია საქართველოში არ შემოდის, შესაბამისად ის უკონკურენტოა.


„მსგავსი ტექნოლოგია და პროდუქცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც არაა. მშრალი ხილისგან დამზადებულ პროდუქციას ამერიკაში იცნობენ, ხოლო რაც შეეხება ევროპის ბაზრებს იქ ახლა შედის.


მსგავსი სახის პროდუქცია საქართველოში არ შემოდის შესაბამისად, ის უკონკურენტოა. ჩვენ საქართველოს ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს“, - აღნიშნა პროექტების მენეჯერმა.

 

ზაქარია ყურაშვილმა საუბრის ბოლოს ჩვენთან ბიზნესისთვის იმ უმნიშვნელოვანეს  თემაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც ბანკებთან ურთიერთობაა. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის განვითარებას ბანკებში არსებული მაღალი პროცენტი ხელს უშლის.

 

„ბანკებთან ურთიერთობისას რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემა მაღალი პროცენტია. ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ზოგადად ბიზნესსექტორის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია.


თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანია ყველაფერს თავს ართმევს. ვფიქრობ, რომ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით სწორი მიმართულება ავირჩიეთ“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

 

სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“ ISO 22000 სერთიფიკატის მფლობელია. „გემუანის” პლანტაციები განთავსებულია დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედსა და შავ ზღვას შორის. კომპანია 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, გაშენებულია ჩაისა და თხილის პლანტაციები, ასევე კივის ბაღები.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე




Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up