„ნოვა“ - ქართული სამშენებლო მასალების წარმოების ნოვატორი ბაზარზე

„ნოვა“ - ქართული სამშენებლო მასალების წარმოების ნოვატორი ბაზარზე

access_time2020-09-30 13:43:16

„დამზადებულია საქართველოში“ - დღეს ეს განსაზღვრება განსაკუთრებულ პროდუქტს, ხარისხსა და დიზაინს აღნიშნავს. ჩვენ უკვე სიამაყით ვამბობთ ამა თუ იმ პროდუქტზე, რომ ქართულია და ამაში თავისთავად იგულისხმება ყველა ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რითაც პროდუქტი ან სერვისი ფასდება.


თუმცა დაახლოებით 10-15 წლის წინ ნებისმიერი პროდუქტის ბაზარზე გატანა ეტიკეტით „დამზადებულია საქართველოში“ არც თუ ისე საამაყო, მეტიც, კომპანიისგან სარისკოდაც კი მიიჩნეოდა.


სწორედ ასეთი რისკიანი და ამბიციური გადაწყვეტილება მიიღო კომპანია „ნოვამ“ 9 წლის წინ , როცა გაფართოვდა და სამშენებლო მასალების იმპორტს ადგილობრივი წარმოებაც დაუმატა.


„2011 წლამდე ჩვენ, პრაქტიკულად, ვსწავლობდით მასალებს; ვარჩევდით და საუკეთესო პროდუქტის შეფასების ჩვენეულ კრიტერიუმებს ვაყალიბებდით. ასე მოვიდა „ნოვა“ დღემდე“, აღნიშნავს წარმოების დირექტორი- ალექსანდრე მეხრიშვილი.


„დღეს „ნოვა“ საუკეთესო საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, რომელთა ხარისხი ეჭვს არ ბადებს. ზუსტად ამან გვიბიძგა კომპანიაში ქართული წარმოების ხაზის განვითარებისკენ, რადგან ვიცოდით რა სურდა მომხმარებელს: სისწრაფე, ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი“, ამბობს ის.


ქართული ბიზნეს-გარემოს დასტაბილურებასა და ქართული კომპანიებისთვის წარმოების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფო პროგრამამ - „აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებითაც კომპანიამ 2017 წელს შეძლო წარმოების კიდევ უფრო გაფართოება. შეიქმნა გარემო, სადაც შესაძლებელი გახდა რისკების მინიმალურ დონეზე დაყვანა და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.



„რა თქმა უნდა, რთულია, დაიწყო არაფრისგან, შექმნა წარმოების სტანდარტი; პროდუქცია, რომლის ხარისხიც უალტერნატივოა ბაზარზე. ვამაყობთ 200 ქართული პროდუქტით, რომელიც ჩვენი დილერების საშუალებით მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.


„ნოვას“ ბრენდის ნიშანი დღეს ხარისხის გარანტიაა. ჩვენ დაარსების დღიდან განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ უცხოელ პარტნიორებსა და ბრენდებს, რათა საუკეთესო ხარისხის ნედლეული მივიღოთ“, ამბობს ალექსანდრე მეხრიშვილი.


ნოვამ წარმოების ხაზების განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ნოვა თბილისის ფილიალში იწყებს სასახურავე მასალების ფერის, ზომისა და ფორმის მიხედვით წარმოებას.


ერთი წლის შემდეგ კომპანიამ წარმოებაში თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარების საწარმო ხაზი დანერგა. 2014 წელს კი ბათუმში პოლიეთილენის წყლის ავზების საწარმო გაიხსნა. ამავე წელს, ნოვა, სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოებას იწყებს.


2015 წელს ნოვა, სასახურავე მასალების წარმოების ხაზს აფართოვებს ბათუმის ახალ ფილიალში. ამავე ფილიალში 2016 წელს, გაფართოვდა თაბაშირ-მუყაოს პროფილების წარმოების ხაზი.


2017 წელს წარმოებას ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილები დაემატა. აგრეთვე გაფართოვა ავზების საწარმო ხაზი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად.


დღეს „ნოვა“ 100-ზე მეტი დასახელების პოლიეთილენის წყლის ავზს, 30-ზე მეტი დასახელების სასახურავე მასალას და აქსესუარს, აგრეთვე, 40-ზე მეტი დასახელების თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილებსა და აქსესუარებს აწარმოებს.


2020 წელს ქართულ საწარმოს ახალი სამღებრო დანადგარი დაემატა, რომელიც არსებულთან შედარებით 3- ჯერ დიდი წარმადობისაა. წელს გაფართოვდა წყალსაწრეტი სისტემის აქსესუარების საწარმოო მიმართულებაც.


ზაფხულში „ნოვამ“ სამშენებლო მასალების ორი მეგაცენტრი გახსნა - თბილისსა და ბათუმში. შესაბამისად, „დამზადებულია საქართველოში“ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდა.


NS



თეგები:
„ნოვა“



გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up