სადაზღვევო კომპანია „ალფა“ ითვალისწინებს შექმნილ მგომარეობას და კომპანიებს მხარდაჭერის მიზნით სთავაზობს თანამშრომლების უბედური შემთხვევის დაზღვევის 1 წლიან პაკეტს, სრულიად უფასოდ პირველი 6 თვის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით საკუთარი ხარჯებით. ამ პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე.
სადაზღვევო კომპანია ალფას მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს იმ კომპანიებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და უწევთ ყველა სავალდებულო გადასახადის გადახდა.
„შექმნილი მდგომარეობა სამწუხაროდ არ იძლევა ზუსტი პროგნოზების გაკეთების საშუალებას. ფინანსური ზარალი, რომელიც თითქმის ყველა სექტორს მიადგა, თვეების განმავლობაში ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ 6 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ უზრუნველვყოთ კომპანიები თანამშრომლების უბედური შემთხვევის დაზღვევით“ - აცხადებენ კომპანიაში.
დაზღვევა ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების დაფარვას: უბედური შემთხვევის შედეგად დაზღვეულის გარდაცვალება, ჯანმრთელობის გაუარესება ან შრომისუნარიანობის დაკარგვა.
დაზღვევის მოქმედება ვრცელდება დამზღვევის სამუშაო სივრცეში სამუშაო დროს, საქმიანი მოგზაურობის (მივლინების) დროს, საჯარო ტრანსპორტში ყოფნისას ან ფეხით სიარულისას სამუშაო დროს, თუ ეს დაკავშირებულია შრომითი მოვალეობების შესრულებასთან და ავტომობილით მოძრაობისას, თუ ამის შესახებ მიღებულია დამსაქმებლის ოფიციალური ნებართვა, რათა ავტომობილი გამოყენებული იქნას საქმიანი დანიშნულებით.
დაზღვევის შესახებ დეტალებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საინფორმაციო სამსახურს: 032 2 640 640.
(R)