დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

access_time2020-02-18 17:00:49

დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა.


ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი დაუშვებელია ორსული ქალებისთვის ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა.


დოკუმენტის თანახმად, ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე მძიმედ და საშიშად მიიჩნევა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან, როგორიცაა მაგალითად სხეულის მნიშვნელოვანი დაჭიმვა (იგულისხმება გასწორება) ან მოხრა, ხანგრძლივი ჩაცუცქვა ან დახრა, ასევე საქმიანობა სხეულის ფიქსირებული პოზით მოძრაობის გარეშე. აკრძალულია ასვლა-ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან. რეკომენდებულია დამსაქმებელმა ღამის სამუშაოზე დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალი გადაიყვანოს დღის სამუშაოზე, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დასველებასთან დაკავშირებულ და ორპირ ქარში სამუშაოსთან. მათთვის ასევე დაუშვებელია მუშაობა ბუნებრივი განათების არმქონე უსარკმელო და გაუნათებელ სათავსებში.


ამ კატეგორიის ქალებისთვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა.



რაც შეეხება სამუშაო ადგილის ორგანიზებას, ბრძანება ადგენს, რომ ორსული ქალებისათვის უნდა მოეწყოს სტაციონარული სამუშაო ადგილები სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად თავისუფალ რეჟიმსა და პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას.


დაუშვებელია მუდმივად „მჯდომარე”/„მდგომარე” პოზაში მუშაობა, სიარული. ორსული ქალების სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მბრუნავი სკამით, რომლის ცალკეული ელემენტები (თავის მისაყუდებელი, საზურგე, სახელური, საჯდომი და სხვ.) რეგულირდება ინდივიდუალურად. სკამის საზურგე ან საჯდომი ნაწილი უნდა იყოს დაფარული ნახევრად რბილი არასრიალა მასალით, რომელიც იოლად ექვემდებარება სანიტარიულ დამუშავებას. ორსული ქალებისთვის საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ქვესადგომი ფეხებისთვის სიმაღლისა და დახრილობის რეგულირების შესაძლებლობით. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მძიმედ და საშიშად მიიჩნევა სამუშაო შენობა-ნაგებობებში, სადაც ტემპერატურა სცილდება +15 გრადუსიდან +25 გრადუსამდე დიაპაზონის ზღვარს. ტემპერატურისას, თუ ის +15 გრადუსზე ნაკლებია, საჭიროა თბილი სასმელების მიწოდება. სამუშაოები +15 გრადუსზე და ქვემოთ დასაშვებია, თუ დამსაქმებელს გააჩნია ტანსაცმელი, რომელიც მორგებულია თერმულ სიტუაციაზე და საქმიანობის შესაფერისია.


ბრძანების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია რისკის არსებობის შემთხვევაში შეაფასოს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მოცემულ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის ხასიათი, ხარისხი და ხანგრძლივობა და აცნობოს მათ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება აუცილებელია ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად.


შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განმარტებით, აღნიშნული პირობების შესრულების შემოწმებას ინსპექტორები უკვე ხვალიდან დაიწყებენ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი, საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, იმოქმედებს როგორც გაფრთხილება, ისე ფულადი სანქციები და საწარმოო პროცესის გაჩერებაც.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up