დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

access_time2020-02-06 17:49:36

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) მხარდაჭერით „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.


კონფერენციას სახელწოდებით - “გამოცდილებათა გაზიარება პროფესიული განათლების სფეროში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მის მიღმა”, გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა დენიელ ჰაასმა.


კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ევროპული გამოცდილების გაზიარება და „პროფესიული სწავლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ პროექტის მიმდინარე შედეგების, არსებული გამოწვევებისა და საქართველოში პროფესიულ განათლებაში ინოვაციური მექანიზმებისა და სისტემების იმპლემენტაციის შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.


„დღეისთვის შრომის ბაზარზე ძალიან მაღალია მოთხოვნა პროფესიული განათლების კადრებზე. ეს ტენდენცია დღითიდღე იზრდება, ვინაიდან კომპანიებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ ესაჭიროებათ აღნიშნული კვალიფიკაციის თანამშრომლები. შესაბამისად, მიზნობრიობა და დასაქმებაზე ორიენტაცია - ამ მიმართულებით ვმუშაობთ დამსაქმებელთა ასოციაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.



აღნიშნული მიზნის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობთ გერმანული დუალური პროფესიული სწავლების მოდელის დანერგვაზე კონკრეტულ კომპანიებში, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების მქონე კადრების შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებას და შემდგომ დასაქმებას,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, გერმანიის, აზერბაიჯანის, უკრაინის სომხეთის ბიზნეს გაერთიანებები, სამთავრობო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა „პროფესიული სწავლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ 2017 წლიდან თავის პარტნიორ გერმანულ ორგანიზაციებთან და გერმანიის ფედერალური სამინისტროსთან BMZ (SEQUA) ერთად ახორციელებს.



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up