დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადება ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური პროცესების შესახებ

დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადება ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური პროცესების შესახებ

access_time2020-03-21 20:09:28


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას კორონა (COVID 18) ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის და არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ბიზნეს სექტორი მოუთმენლად ელის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მეირ გაჟღერებულ ეკონომიკური სტიმულირების გეგმას.


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, იმედოვნებს, რომ ზემოთ აღნიშნული ეკონიმიკური სტიმულირების გეგმაში გათვალისწინებული იქნება ბიზნესის განვითარების როგორც მოკლე და საშუალო, ისე გრძელვადიანი ქმედებები. აღვნიშნავთ, რომ საგადასახადო შეღავათები ეფექტურია ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე და ისინი ეფექტური ვერ იქნება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი და საჭიროება, რომ განისაზღვროს ის კონკრეტული საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივები, რომელიც ბიზნესს დაეხმარება მაქსიმალურად ეფექტურად უპასუხოს გამოწვევებს და გააგრძელოს ფუნქციონირება შეუფერხებლად.


ამასთან, დამსაქმებელთა ასოციაციის რეკომენდაციით ეკონომიკური სტიმულირების გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს შეღავათები და ბენეფიტები ბიზნეს თითოეული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლისთვის, ვინაიდან ჯაჭვური რეაქციით კრიზისი შეეხო ყველა ინდუსტრიას. არსებული მდგომარეობით რიგი საწარმოები ვეღარ აგრძელებენ საქმიანობას, არ იქმნება შესაბამისი პროდუქტი და ვერ ხორციელდება სხვა მომსახურება. ორივე მხარე - დამსაქმებელიც და დასაქმებულიც უაღრესად რთულ მდგომარეობაშია, საწარმოების შემოსავლების შემცირების, ან საერთოდ არარსებობის გამო შეუძლებელი ხდება თანამშრომელთა შენარჩუნება, ასევე ფინანსური ვალდებულებების შესრულება ბიუჯეტისა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ.



დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, დამსაქმებელთა ევროპისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების ბიზნეს გაერთიანებებთან ამ უდიდეს მსოფლიო გამოწვევასთან დაკავშირებით საუკეთესო ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
დამსაქმებელთა ასოციაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას ყველა სახელმწიფო მოხელის, სამედიცინო პერსონალის, პასუხისმგებლიანი დამსაქმებლებისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების საზოგადოების მიმართ არსებულ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.

თეგები:
დასაქმება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up