დამსაქმებელთა ასოციაციის განათლების კომიტეტის განახლებული შემადგენლობის პირველი შეხვედრა გაიმართა

დამსაქმებელთა ასოციაციის განათლების კომიტეტის განახლებული შემადგენლობის პირველი შეხვედრა გაიმართა

access_time2021-02-10 16:40:00

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ განათლების კომიტეტის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გამართა. ინფორმაცია ასოციაცია ავრცელებს.


განახლებული კომიტეტი მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის შესამცირებლად პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას. კეძოდ, ისეთ პროცესებში აქტიური თანამონაწილეობას, როგორიცაა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება, პროფესიული პროგრამებისა და დუალური სწავლების ძირითადი ასპექტების შესახებ ბიზნესის ინფორმირებას, საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას, მშობლის, მოსწავლისა და მასწავლებლის დონეებზე პროფესიული განათლების პოპულარიზებას და სხვ.



განახლებული კომიტეტის პირველი შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმი ლაშა ლაბაძემ გახსნა და კომიტეტის წევრებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა - პროფესიული განათლების განვითარების პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის.




„მოხარული ვართ რომ განახლებული კომიტეტის წევრობით ჩვენი წევრი განსხვავებული სექტორების წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მსგავსი შემადგენლობა საშუალებას მოგვცემს, განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენლების ადამიანური რესურსების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაცია გვქონდეს. შესაბამისად შევძლებთ ჩვენი მუშაობა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დონორი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებთან იყოს უფრო ეფექტური. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულება პროფესიული განათლებაა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე მისი განვითარება, ვინაიდან პროფესიული განათლების მიზანი სწორედ კერძო სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი მოთხოვნების შესაბამისი
კვალიფიციური კადრების მომზადებაა. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვართ სახელმწიფოსთვის სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს კომიტეტის მუშაობა,“ - ლაშა ლაბაძე.



კომიტეტის თავმჯდომარედ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანია „გუდვილის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ჩხარტიშვილი დაინიშნა. ქ-ნმა ხათუნამ აღნიშნა, რომ 2016 წლიდან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტში ჩართვის შემდეგ კომპანიამ სრულად მოაგვარა კადრების საჭიროების პრობლემა და მოხარული იქნება, რომ აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მისცემს სხვა კომპანიების გაუზიაროს გამოცდილება. ასევე, აანონსებს, რომ კომიტეტი დატვირთული იქნება საინტერესო ღონისძიებებითა და მნიშვნელოვანი პროექტებით, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაიგებს საზოგადოება.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up