ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების პროცესში TOEIC-ის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ არაფორმალურ გარემოში ბიზნესკონტაქტების გაცვლა ასოციაციის წევრებს შორის, საქმიანი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება და „ნეთვორქინგის“ განვითარება.
მონაწილეებს ორგანიზატორების მხრიდან სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ. ღონისძიება გაიმართება English Book Education-ის სათაო ოფისში 26 თებერვალს 17:00 საათზე გაიმართება.
(R)