დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფკავშირებმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პოზიციები შეაჯერეს

დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფკავშირებმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პოზიციები შეაჯერეს

access_time2019-11-13 17:32:04

სოციალურ პარტნიორებს - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შრომითი საკითხების შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს შრომის კოდექსის იმ საკითხების ჩამონათვალი, რაზეც პროფკავშირები და დამსაქმებელთა ასოციაცია თანხმდება.


დისკუსია, რომლის მიზანი სწორედ პოზიციების დაახლოება და კონკრეტული შეთანხმების მიღწევა იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ საკითხებზე, რომლებზეც ვერ მოხდა შეთანხმება გაგრძელდება ორმხრივი მუშაობა.


„ბევრ საკითხზე წარმოიშვა პერსპექტივა, რომ მომავალში შევთანხმდეთ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა შრომითი დავების მოწესრიგება და ეფექტური მექანიზმების შექმნა, მინიმალური ხელფასისა და სტაჟირების საკითხები. ეს ის თემებია, რომლებზეც ვერ მოხერხდა შეთანხმებების მიღწევა, მაგრამ ორივე მხარე მზად ვართ გავაგრძელოთ დისკუსია და მივიდეთ კონკრეტულ შეთანხმებამდე,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია.


შეხვედრას ესწრებოდნენ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები და დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები.



„კომერსანტი“




აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო  სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ
access_time2020-01-28 15:45:25
სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, სპეციალისტები დაგვიანებულად მიიჩნევენ. მათი განმარტებით,კანონის აღსრულება 2021 წლამდე გადაიწევს,რაც ბაზარზე პრობლემის განვითარებას წინ ვერ აღუდგება....

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!
access_time2020-01-28 12:30:07
წინა ხელისუფლებაც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა და შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა, მაგრამ რა ემართება ზამთარში ბუზს, ყველამ კარგად...

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა
access_time2020-01-28 10:45:30
ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრის გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის კოორდინირებული და გამართული მუშაობა მაშინ, როდესაც საქმე გადაუდებელ დახმარებას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება.   26 იანვარს ბაქარ ბანძელაძემ, რომელიც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობდა, ავტომობილის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და...


მსგავსი სიახლეები

up