დამსაქმებელთა ასოციაციამ ბიზნესთან დისტანციური შეხვედრები დაიწყო

დამსაქმებელთა ასოციაციამ ბიზნესთან დისტანციური შეხვედრები დაიწყო

access_time2020-05-01 17:50:54

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისტანციურ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომპანიების საქმიანობის პროცესში არსებულ შეზღუდვებს და შრომით ურთიერთობებს, 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.


შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა, კომპანიებისთვის არსებული რეგულაციები; საგანგებო მდგომარეობაში წამოჭრილ სამართლებრივი პრობლემები; შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის, შეჩერების შესაძლებლობები; უხელფასო შვებულებისა და შრომით საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები; სახელმწიფოს მიერ დაანონსებული შეღავათები; ფორსმაჟორის პირობებში ბიზნესის სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას და პოსტ კრიზისულ პერიოდში ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან და სხვ.


„დამსაქმებელთა ასოციაციაში უკანასკნელი კვირების განმავლობაში თავი მოიყარა უამრავმა პრობლემურმა, ბუნდოვანმა და გადაუწყვეტელმა საკითხმა ბიზნეს სექტორის მხრიდან, რომლის საპასუხოდაც დავგეგმეთ დისტანციური შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების ციკლი. ჩვენი მიზანია, ბიზნეს სექტორი დავაკავშიროთ სფეროს ექსპერტებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან პირდაპირი, რათა მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ ყველა იმ თემის ირგვლივ, რომელიც მათ ამ პერიოდში დღის წესრიგში დაუდგათ. მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს სექტორისგან ვხედავთ მზაობას, კანონის ფარგლებში შეინარჩუნონ ბიზნესის მდგრადობა და მინიმალური ადამიანური და ფინანსური რესურსების დანაკარგით გამოვიდნენ კრიზირული პერიოდიდან,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.


შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღეს.



შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია უძღვებოდნენ.


უახლოეს დღეებში მომდევნო შეხვედრა დაანონსდება და მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up