დამსაქმებელთა ასოციაცია: სოფლის მეურნეობის სფეროში კადრების დეფიციტია

დამსაქმებელთა ასოციაცია: სოფლის მეურნეობის სფეროში კადრების დეფიციტია

access_time2022-07-01 15:00:00

„დამსაქმებელთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამების, მაგალითად როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედებისთანავე კარგად უნდა მართულიყო შრომითი რესურსები.


„დავუშვათ, როდესაც სახელმწიფო პროგრამით რეგიონში საწარმოები შენდება, მზად უნდა ვიყოთ, რომ 2-3 წელიწადში, როდესაც საწარმო მოქმედებაში შევა, შესაბამისი კადრები, სპეციალისტები ჰყავდეს და ისე არ მოხდეს, რომ როდესაც საწარმოს ვხსნით, მაშინ ვიწყებთ კადრების მოძიებას. შრომითი რესურსის მართვა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.


მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში, სხვადასხვა პროფესიებზე, კადრების დეფიციტია. ნუსხა საკმაოდ ვრცელია.


ბევრი სხვადასხვა სეგმენტია, სადაც კადრების დეფიციტია. ეს არის პირველადი წარმოება, გადამუშავება და სხვა. შეიძლება ვთქვათ, მოსავალს ვინც იღებს, უნარები საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მაგალითად კახეთში არის საწარმო, რომელიც ვარდის ზეთს აწარმოებს. მოსავლის ამღებმა თუ არ იცის, როგორ უნდა აიღოს მოსავალი - მოწყვიტოს ვარდი და შეფუთოს, ცხადია, პროდუქტი გაფუჭდება და მისი გადამუშავება შეუძლებელი გახდება. ასევე, აგრონომები სერიოზული პრობლემაა“, აღნიშნა ელგუჯა მელაძემ.



მისი განცხადებით, სპეციალისტების პრობლემაა სამშენებლო სექტორშიც.


„გარკვეული დარგის სპეციალისტები ერთი კომპანიიდან მეორეში გადადიან და ა.შ.“, -აცხადებს ელგუჯა მელაძე.


ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობა.


„ძალიან კარგია, რომ ადამიანები აქტიურად მიდიან კულინარიაში, ასევე უნდა იყოს სხვადასხვა სფეროში„, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.


ამასთან, მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც პროფესიულ გადამზადებას გადიან და ვერ საქმდებიან.


business-partner.ge


თეგები:
დეფიციტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up