დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

access_time2020-07-07 16:00:47

„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული,  ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ. 


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ  2021 წელს დახმარების სახით განკუთვნილი  132 025 000 აშშ დოლარის 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე  საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.


როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია განმარტავს, სტრატეგიული პარტნიორისგან ეს ნაბიჯი სანქციის პირველი ფორმაა, რაც საბოლოოდ არაერთ გაფრთხილებას მოჰყვა.


 „ამერიკისგან წინა გაფრთხილებებზე „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა წაეყრუებინა ან მათი მნიშვნელობა დაეკნინებინა - ეს კი არის საკანკონმდებლო ინიციატივა. არავინ დაიმშვიდოს თავი იმით, რომ ეს ჯერ კანონპროექტია და კონონი არ გახდება. საქართველოს მთავრობამ მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან მიიღო სანქცია იმ სამი ძირითადი მიმართულებით ჩავარდნის გამო, რაზეც უნდა იდგეს საქართველო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან,  ესენია  -  დემოკრატიულობის ხარისხი, კორუფცია და კორუფციასთან ბრძოლა, არაფორმალური მართვა; ქართულმა ოცნებამ ამ მიმართულებებში უდიდესი შეცდომები დაუშვა და რეალურად საქართველოს სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს.„ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეტანილია ასიგნებათა კომიტეტის მიერ, რომლის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს დიდი ხნის მეგობრები. მათ ზედმიწევნით კარგად იციან საქართველოში რა სიტუაციაა ამიტომ, ეს არის საერთო ორპარტიული აღქმა დღეს ვაშინგტონში,“ - განმარტავს ბათუ ქუთელია.



რა უნდა იყოს სახელმწიფოს შემდეგი ნაბიჯები და როგორ უნდა შეძლოს მთავრობამ დაანახოს სტრატეგიულ პარტნიორებს დოკუმენტში ხსენებულ მიმართულებებში წინსვლა და გაუმჯობესება?- ბათუ ქუთელია განმარტავს, რომ ამ მიმართულებით მთავარი ტესტი იქნება წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა.


„რეალურად, გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ფუნდამენტური ღირებულებების და მეორეს მხრივ, ძალიან ძლიერი გამაფრთხიელბელი სიგნალი „ქართული ოცნების მთავრობისადმი, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის და მიჰყავს ქვეყანა, ვიდრე ეს ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ სულისკვეთებას შეესაბამება.


 ქართული ოცნება“ უკონტროლო ძალაუფლების და არაფორმალური მმართველობის მახეშია და  პირდაპირ რუსული ინტერესების გამტარებლებად მიიჩნევა, რაზეც ასევე მიუთითეს ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა -  თავის დროზე პომპეომაც აღნიშნა ანაკლიის პორტის საკითხის მნიშვნელობა და შენიშვნები. სამივე წინაპირობაში, სასწრაფოდ უნდა აჩვენოს გაუმჯობესება მთავრობამ - გამოუშვას პოლიტპატიმარი რურუა, საარჩევნო კოდექსში შეიტანოს ყველა ცვლილება რასაც ჩვენი პარტნიორობა ითვალისწინებს, ჩაატაროს პატიოსანი არჩევნები ზედმეტი ხელის გრეხვის გარეშე,“ - აღნიშნავს ექსპერტი.


კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის  მიმართ შენიშვნების წერილები ცალკეული კონგრესმენებისგან გასული წლიდან აქტუალური გახდა. დემოკრატიაზე, კორუფციასა და უცხოური ინვესტიციების შევიწროებაზე აქცენტი გაკეთდა ამერიკელი კონგრესმენების წერილში, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული. ამასთან, კონგრესმენმა ბრაიან ბაბინმაც თავის იანვრის წერილში  შეშფოთება გამოთქვა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით.“ მანამდე, კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა ანაკლიის პორტის მნიშვნელობა და პროცესების გაჭიანურებაზე შენიშვნებით მიმართა მაშინდელ პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს.

 

მარიამ მორგოშია




საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up