„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სოფლის მეურნეობისთვის 2020 წელი იყო ყველაზე წარმატებული, 11 თვეში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა“, -  გიორგი ხანიშვილი

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სოფლის მეურნეობისთვის 2020 წელი იყო ყველაზე წარმატებული, 11 თვეში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა“, - გიორგი ხანიშვილი

access_time2020-12-13 11:00:01

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სოფლის მეურნეობისთვის 2020 წელი იყო ყველაზე წარმატებული, 11 თვეში ექსპორტზე გასული პროდუქცია 40%-ით არის გაზრდილი და 138 მილიონ დოლარის ექსპორტია განხორციელებული,“- ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „აგრო სექტორი“  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. გიორგი ხანიშვილი სასურსათო უზრუნველყოფის შესახებ საუბრობს.

 

 

„საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის მერე რეალურად არ უნდა ჰქონდეს სასურსათო მარაგზე ან პროდუქციაზე დეფიციტის შექმნის საფუძველი. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, მონოპოლიების მოსპობა და ნებისმიერი ადამიანისთვის ბიზნესის წარმოების შესაძლებლობის გაჩენა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ რეიტინგში ვართ დაწინაურებულები. გაზაფხულზე, მიუხედავად არსებული რიგებისა, მოსახლეობა მალე დარწმუნდა,რომ  სურსათის მარაგების თვალსაზრისით, პრობლემა არ იქნებოდა. ასე გადავიარეთ პირველი ტალღა ექსესების გარეშე. დღესაც სახელმწიფოს მიერ მუდმივად კონტროლდება იმპორტი, მარაგები და პროდუქცია. კონტროლი დაწესებული იყო ხორბალზე, ფაოს სტანდარტების მიხედვით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ხორბლის გარდამავალი ნაშთი 12%-ის ოდენობით. იგი კონტროლდებოდა წლების მანძილზე და 80 ათასი ტონის ფარგლებში მუდმივად მერყეობდა მარაგები. ეს მარაგებიც კერძო სექტორში იყო. მიმდინარე ეტაპზე ჩვენი მომწოდებლები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები წარმატებით თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებებთან და ჩვენს სამინისტროსთან, გვაქვს ინფორმაცია, იმაზე თუ რა პროდუქცია მოდის. მარაგები არის შთამბეჭდავი და ქვეყნის მოთხოვნების ზედა ზღვარზე,“- ამბობს გიორგი ხანიშვილი.

 

 

მისი განცხადებით, საქართველოში შემოსულ იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ფორმირება მსოფლიოს ტენდეციებიდან გამომდინარეობს, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ფასები შენარჩუნებულია.

 


 

„ფაოს სტანდარტების მიხედვით, მსოფლიოში პანდემიიდან გამომდინარე ადგილი აქვს ძირითადი სასაქონლე ჯგუფების პროდუქციის გაძვირებას. საშუალო გაძვირების მაჩვენებლი 6%-მდეა, არის ცალკეული სასაქონლე ჯგუფები,რომლებიც 13-14%-ით გაძვირდა. ამდენად, მსოფლიო ტენდეციებიდან გამომდინარე ხდება  საქართველოში შემოსულ იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ფორმირება.  იმ პროდუქციაზე,რომელიც ქვეყანაში მოიყვანება და არის ჩვენი სასურსათო კალათის ძირითადი შემავსებელი ნაწილი, ზაფხულში - პომიდორი და სხვადასხვა ბოსტნეული, მიმდინარე სეზონზე - კარტოფილი, ხორცი - აქ ჩვენ ფასების კლება ან ფასების შენარჩუნების ძირითადი ტენდეციები გვაქვს.

ბევრი ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი სოციალური პაკეტით,როგორიც საქართველოს მთავრობამ შესთავაზა მოსახლეობას იმისთვის,რომ მაქსიმალურად შემსუბუქებულიყო არსებული პრობლემები. ჩვენი ანტიკრიზისული პაკეტი 300 მილიონ ლარზე მეტი იყო, ამ პაკეტის დამსახურებაა,რომ ასეულობით მილიონობით ლარი - პრაქტიკულად უფასო კრედიტი გაიცა ბოსტნეულის საწარმოებლად 6 თვიანი ვადით, ფერმერებს მიეცათ საშალება და იმ ადამიანებს,რომლებიც ჩამოსული იყვნენ ქალაქში სამუშაოდ, დაბრუნებულიყვნენ სოფელში და მოეყვანათ სასოფლო სამეურნეო პროდუქცია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სოფლის მეურნეობისთვის 2020 წელი იყო ყველაზე წარმატებული, 11 თვეში ექსპორტზე გასული პროდუქცია 40%-ით არის გაზრდილი და სოფლის მეურნეობის  138 მილიონ დოლარის ექსპორტია განხორციელებული, აქ შედის პირველადი ნედლი პროდუქცია: თხილი,ვაშლი, კაკალი, ატამი და ა.შ.თითოეული დოლარი,რომელიც ექსპორტზე გავიდა თითოეული ფერმერის ოჯახში ილექება. 2020 წელს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოშვება დაახლოებით 5,6 მილიარდს მიაღწევს,“- ამბობს გიორგი ხანიშვილი. მისი თქმით,  სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდეციებმა ქვეყანაში სამუშაო ძალაზე დეფიციტი წარმოშვა.

 

 

„ დეფიციტი წარმოშვა ისეთ სამუშაოზე როგორიც არის 40-50 ლარიანი სამუშაოები, ხშირ შემთხვევაში კი  ვერ შოულობენ ადამიანები სამუშაო ძალას. ზაფხულში ატმის სეზონის დროს შიდა მიგრაცია გვქონდა.როცა დასავლეთიდან  კახეთში ათასობით ადამიანი ჩავიდა, შემდგომ გვქონდა მიგრაცია ჯავახეთში კარტოფილის ამოღებაზე.

2012 წელს სავაჭრო სალდო ექსპორტ იმპორტში გვქონდა 753 მილიონი დოლარი, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი  250 მილიონ დოლარზე ჩამოვიდა. სხვა სასაქონლო ჯგუფებისგან განსხვავებით, ჩვენ გაზრდილი გვაქვს  ნეტო ექსპორტი თითქმის 15%-ით. როგორ შეიძლება ვინმემ ჩავარდნაზე ისაუბროს, თუ მას ექსპერტობაზე აქვს პრეტენზია. ბოლო 7 წელიწადში, სახელმწიფოს მიერ დასუბსიდირებული საწარმოების ნამეტი გადასახადი დღგ-ში აღემატება სახელმწიფოს მიერ საერთოდ დახარჯული ფულის ოდენობას. მოსავლიანობა კი მხოლოდამხოლოდ ახლა იწყება. 1400%-ით არის გაზრდილი ვაშლის ექსპორტი, იმიტომ რომ გაშენდა ინტენსიური ვაშლის ბაღები, აშენდა მაცივრები და გვაქვს მოსავალი,“- ამბობს გიორგი ხანიშვილი და აღნიშნავს,რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, მეცხოველეობაში 150 ათასი ტონით მეტი პროდუქცია იქნა  წარმოებული, იგივე მაჩვენებელია მემცენარეობაში, სადაც ქვეყანა მიუახლოვდა 1,5 მილიარდი ტონა პროდუქციის წარმოებას.

 

 

„მეცხოველეობაში ექსპორტი წარმატებულად მიდის. როცა საფრთხე შეექმნა მოზარდის გაყვანას ქვეყნიდან სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და ავკრძალეთ 200კგ-ზე ნაკლები წონის გაყიდვა, როდესაც ჰორეკას სექტორი დაიკეტა, აღარ არის ქორწილები, ქელეხები და მოხმარება შემცირდა, ხელი რომ შეგვეწყო რეალიზაციისთვის, წონა ისევ ჩამოვწიეთ, ამიტომ  ექსპორტი გააქტიურებულია. ცოცხალი ცხვრის საქონელის გაყვანა გაზრდილია, საქონლის ერთეულის შემოსავალი 200 დოლარის ნაცვლად 380 დოლარია. ზრდა არის, გასაკეთებელი ბუნებრივია,რომ გაცილებით მეტია.  ბიზნეს სოფლის მეურნეობაის 500-600%-იანი ზრდა გვაქვს განვლილ 5-6 წლის განმავლობაში. ბიზნეს სოფლის მეურნეობა მთლიან სოფლის მეურნეობაში 5-6%-ია და დანარჩენი სივრცე არის გასამსხვილებელი და ასათვისებელი, ეს ნაბიჯ ნაბიჯ კეთდება და ვერ იქნება ერთ წელიწადში. თუმცა, უნდა ითქვას რომ დღეს  ფერმერისთვის შემოსავალი მატულობს და არ კლებულობს,“- აღნიშნავს გიორგი ხანიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up