დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები - ალექსეი ნავალნი „ეფესბეს“ თანამშრომლებმა მოწამლეს

დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები - ალექსეი ნავალნი „ეფესბეს“ თანამშრომლებმა მოწამლეს

access_time2020-12-15 00:00:00

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) თანამშრომლებმა მოწამლეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ „ბელინგქეთის“ (Belingcat) დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები. გამოძიება, სახელწოდებით The Insider, „სიენენისა“ და „შპიგელის“ მხარდაჭერით განხორციელდა და ეფუძნება მობილური ტელეფონებისა და ავიამგზავრების მონაცემებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ალექსეი ნავალნის ტომსკში ვიზიტისას „ეფესბეს“ სამი თანამშრომელი: ალექსეი ალექსანდროვი, ზედმეტსახელად „ფროლოვი“, ივან ოსიპოვი, „სპირიდონოვი“ და ვლადიმირ პანიავი ახლდა. ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს მათი ზუსტი გადაადგილების დადგენა, რამდენადაც თანამშრომლები ერთჯერად მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ. მთელი დროის განმავლობაში რამდენიმე წამით, მხოლოდ ორჯერ ჩართო ტელეფონი ალექსანდროვმა, სიგნალი კი იმ სასტუმროს სიახლოვეს დაფიქსირდა, სადაც ნავალნი და მისი თანამშრომელი, მარია პევჩიხი იყვნენ გაჩერებული.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მოწამვლის შედეგად ნავალნი კვლავ ცოცხალი იყო, ოპერატიულმა თანამშრომლებმა მოსკოვში დასაბრუნებელი ავიაბილეთები ჩააბარეს და მთიან ალტაიში გაემგზავრნენ, სადაც მოსკოვიდან ჩავიდა ტაიაკინიც. გამოძიების ავტორები ვარაუდობენ, რომ იქიდან ჯგუფი ბიისკის სიახლოვეს გაემგზავრა, სადაც ქიმიურ-ენერგეტიკული ტექნოლოგიების ინსტიტუტია განთავსებული და მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კვალისგან გაწმენდას შეძლებდნენ.

გამოძიების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ოპერატიული თანამშრომლები სატელეფონო კავშირზე იმყოფებიან კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორ კირილ ვასილიევთან და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის დირექტორის მოადგილე ვლადიმის ბოგდანოვთან.


სხვადასხვა დროს კი, ნავალნის ქვეყნის ფარგლებში თუ მის გარეთ მოგზაურობის დროს, საერთო ჯამში რვა ოპერატიული თანამშრომელი უთვალთვალებდა. „ბელინგქეთი“ მათ ვინაობას ასაჯაროებს. მათ შორის, ზემოთ ხსენებული სამი პირის გარდა, ფიგურირებენ ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი სტანისლავ მაკშაკოვი, ასევე ოლეგი ტაიაკინი – მეტსახელად „ტარასოვი“, კონსტანტინ კუდრიავცევი, იგივე „სოკოლოვი“, ალექსეი კრივოშეკოვი, მიხაილ შვეცი, იგივე „სტეპანოვი“.

„ბელინგქეთი“ ასევე ამტკიცებს, რომ ნავალნიზე კიდევ ერთი თავდასხმა კალინინგრადში ორი თვით ადრე, ივლისში მოხდა. თუმცა, მაშინ ალექსეის მეუღლე, იულია დაშავდა და მას ინტოქსიკაციის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up