Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

access_time2019-01-23 17:51:34

როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის თანამშრომლობა შედგება საქართველოსა და Damen Shipyards შორის


 

  Damen Shipyards  საზღვაო სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მსოფლიოს 120 ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორისაა, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, უკრაინა, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ჩინეთი, ვიეტნამი, სინგაპური, ინდონეზია, ავსტრალია.




კომპანია Damen Shipyards-მა, რომელსაც არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს 1969 წლიდან 5000-ზე მეტი გემის აგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბრენდის ლოგოს ქვეშ იგება სხვადასხვა ტიპის გემი (სატვირთო და საპატრულო გემები, მეგა იახტები, სწრაფი გემები და ა.შ.).  კომპანია დღემდე კერძო საკუთრებაში რჩება და ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს.





შეგახსენებთ სწორედ აღნიშნული კომპანია გეგმავს საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებას, რის შესახებაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გაავრცელა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, კომპანია დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროები გახსნის კუთხით. შეხვედრა დავოსში გაიმართა, სადაც გიორგი ქობულია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.







სალომე ლემონჯავა






გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up