დამატებული ღირებულების გადასახადის ახალი რეგულაციები და მეთოდური მითითებები

დამატებული ღირებულების გადასახადის ახალი რეგულაციები და მეთოდური მითითებები

access_time2021-04-06 10:50:06


დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით 2021 წლის იანვრიდან ცვლილებები ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ, მარტში დამატებით გამოიცა მეთოდური მითითება, რაც განმარტავს გარკვეულ საკითხებს, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები ჩნდებოდა. კონკრეტულად რას გულისხმობს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში კომერსანტის დილა აუდიტორული კომპანია გრანთ თორნთონის საგადასახადო და იურიდიული მიმართულების დირექტორმა ქეთევან ღამბაშიძემ ისაუბრა.



ჩვენი არსებული პრაქტიკით და ჩვენი კლიენტების მოსაზრებიდან გამომდინარე, ეს რეფორმა საკმაოდ დადებითია, არის რაღაც გარკვეული დამამძიმებელი გარემოებაც, მაგალითად დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯამში დადებითი რეფორმაა. შემოსავლების სამსახურის მხრიდან ძალიან ბევრი შეხვედრა, ვებინარი თუ დისკუსია გაიმართა, გნებავთ იგივე ჩვენი კოლეგა და ჩვენი აუდიტორული კომპანის მხრიდანაც დაიგეგმა შეხვედრები, იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელი კომპანიები საქმის კურსში ჩაგვეყენებინა და მათთვის დეტალები გაგვეცნო. - აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.



ღამბაშიძის განმარტებით დამატებული ღირებულების გადასახადი საკმაოდ რთული გადასახადია და ის ბევრნაირ ოპერაციას ეხება. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ოპერაციას რაღაც ნიმუშების და მაგალითების გამოქვეყნებით ვერ დაფარავ, თუმცა მისივე განმარტებით ამ მიმართულებით მაინც პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული.




მეთოდური მითითება მარტში გამოქვეყნდა და ძირითად საკითხებს ფარავს. ვინც კანონმდებლობას საფუძვლიანად ეცნობა, მისთვის ბევრი მიდგომა ისედაც გასაგებია, თუმცა არის რაღაც ნიუანსები რასაც მეთოდური მითითების მაგალითები ფარავს და შემდგომ პრაქტიკაში უნდა დაზუსტდეს.
მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ფიზიკური პირის დაბეგვრის შესახებ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მას შეეძლო 48 თვის განმავლობაში 4 საცხოვრებელი ბინის გაყიდვა ისე, რომ დღგ-თი არ დაბეგრილიყო და ეკონომიკურ საქმიანობაში არ ეთვლებოდა. ამ რეგულაციების შედეგად ეს ასე აღარ იკითხებოდა და კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა ჩაითვლება თუ არა რეგულარულად აღნიშნული ოპერაცია, რამდენი ბინის გაყიდვა შეიძლება და ა.შ.
მეთოდურ მითითებაში არის მაგალითი, სადაც ფიზიკური პირი ყიდის ხუთ ბინას და გეგმავს საქართველოდან წასვლას.
აქ თვითონ ოპერაცია განხილულია არა იმ კუთხით თუ რამდენ ბინას ყიდის, არამედ მიზნობრიობით, ეს არ არის მისთვის გეგმაზომიერი ოპერაცია და მას პერმანენტული ხასიათი არ აქვს.



აქ განზრახვას აქვს მნიშვნელობა, ის აღნიშნული ქმედებით ეკონომიკურ საქმიანობას არ აპირებდა, შეიძლება ის ბინების გაყიდვის მერე საქართველოდან წასულიყო ან არ წასულიყო, შეიძლება რომ სურდა გაეყიდა 5 ბინა და ეყიდა ვთქვათ ერთი სახლი. მთავარია, რომ აღნიშნული ოპერაცია არ არის სისტემატური და ორგანიზებული ხასიათის. შეიძლება ამგვარი მიდგომა გარკვეული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას ტოვებს, თუმცა აქ განზრახვა და მიზნობრიობა არის მთავარი. - აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.



ქეთევან ღამბაშიძის განმარტებით გრანთ თორნთონის ვალდებულებაა, რომ მათ კლიენტებს სიახლეები მუდმივად გააცნონ, რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, გრანთ თორნთონი მათთვის ხშირად ატარებს სემინარებს თუ სასერტიფიკატო ტრენინგებს.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up