ბუქინგით ბინის გაქირავებაზე დღგ–ს გადასახადი დაირიცხება

ბუქინგით ბინის გაქირავებაზე დღგ–ს გადასახადი დაირიცხება

access_time2021-07-16 15:00:19

დამატებითი გადასახადი მოსახლეობას – ცვლილება ეხება მათ, ვინც ბინას ზაფხულში ტურისტებზე  აქირავებს  და ვისაც აქამდე არ გქონდათ ვალდებულება,  ამ ფორმით, მიღებული შემოსავლებიდან პროცენტები  სახელმწიფოსთვისაც მიეცათ.


სიახლე ძალაში ორ კვირაში შევა, მაგრამ გაფრთხილებები საერთაშორისო პორტალ ,,ბუკინკისგან“  მოსახლეობამ უკვე მიიღო.


1–ლი აგვისტოდან ფიზიკური პირები, რომლებიც ბინებს აქირავებენ, ბუქინგის მეშვეობით საიტის მომსახურების გარდა, დაერიცხებათ დღგს გადასახადი 18 პროცენტის ოდენობით. ანუ ჯამში ის პირები რომლებიც არ სარგებლობენ მეწარმის სტატუსით შემოსავლების 36 პროცენტი ჩამოეჭრებათ.


მას შემდეგ რაც ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები ბუკინგის მომხმარებლებმა მიიღეს, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საკითხმა, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, როცა ტურისტი ისედაც ჭირს და ვერ ახერხებენ მოქალაქეები ბინების გაქირავებას.



ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ტარიფის გაზრდა მოუწევთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გამოსავალი არც ეს იქნება, ვინაიდან ისედაც შემცირებულ ვიზიტორთა რიცხვს ეს ფაქტორი კიდევ უფრო დააბრკოლებს.


განსახვავებული პოზიცია აქვთ ტურიზმის დარგის ექსპერტთა ნაწილს,  მიაჩნიათ რომ, მსხვილი ობიექტების მფლობელები და ის ფიზიკური პირები, რომლებიც უძრავ ქონებას გაცილებით ნაკლებ ფასებში აქირავებენ, ახლა თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან და მეტნაკლებად კონკურენტული გარემო შეიქმნება.


თემურ ზოიძე ამბობს, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზარალა და განსაკუთებით ის ბიზნეს ოპერატორები, რომელთაც ძვირადღირებული სასტუმრო ობიექტები აქვთ.


რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ფიზიკური პირებისთვის შემოსავლების დაბეგვრა ისიც პანმდემიის ფონზე, ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით და პასუხს ველოდებით.


ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის სექტორის მსხვილ ბიზნეს ოპერატორებს სწორედ პანდემიის პირობებში დაუწესა სახელმწიფომ გარკვეული შეღავათები და გადასახდებისგან გაათავისუფლა.

წყარო: Adjaratv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up