ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე. ეკონომიკური საქმიანობა მხოლოდ შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით., - ამის შესხებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით იმუშავებს ტელე-კომუნიკაციების სექტორი, მობილური ოპერატორები, საბანკო სფერო, სასურსათო და სააფთიაქო ქსელი, კომუნალური და მუნიციპალური სერვისები, საფოსტო მომსახურება. „ასეთი ტიპის ოპერატორებისთვის დადგენილი იქნება სპეციალური რეჟიმი. ეს სექტორები იმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.