დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

access_time2020-07-04 18:00:12

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება კი განათლების   სამინისტროს  სრულად  უხსნის ხელს დისტანციური სწავლება გააუქმოს. 


ღასან ხალილის შემდეგ სკოლების სრულად გახსნის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაც გასცა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდ ინფექციის მეორე ტალღის მოლოდინის მიუხედავად, არსებული მოცემულობისა და ინფექციის მართვის სტატისტიკის გათვალისწინებით, სწავლის სრულად აღდგენა შესაძლებელია, თუმცა რეკომენდაციების მკაცრად დაცვა აუცილებელი. 


ამის მიუხედავად, ხელისუფლება არც იუნისეფისა და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. მიხეილ ჩხენკელის უწყება პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და მას სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს აკისრებს. როგორც ირკვევა, საჯარო სკოლების უმრავლესობა სექტემბრიდან სწავლების შერეულ სისტემაზე გადადის, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსწავლეთა ნაწილი სასწავლო კვირიდან სამი დღე სკოლაში ივლის ორ დღეს კი საგაკვეთილო პროცესს ონლაინ დაესწრება.



ეს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა მაინც არის, როცა განათლების სამინისტრომ და ხელისუფლებამ სკოლის დირექტორებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა. მიზეზი მარტივია, იმისათვის, რომ სახელმწიფომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის რეკომენდაციები სრულად დაიცვას და სწავლის პროცესი ტრადიციულ რეჟიმშ აღადგინოს, მას სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დამატებითი ფინანსების გამოყოფა და პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება მოუწევს. სწორედ ამიტომ , სამინისტრომ სკოლებს პრობლემის ისე მოგვარებისკენ მოუწოდა, რომ არც ხელფასები გაზარდოს და არც სველი წერტილების მოწესრიგებაზე იზრუნოს. თუმცა დირექტორებმა საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად გამართვასთან ერთად, მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნონ. 


ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოსწავლეთა კოვიდინფექციისგან დასაცავად კონკრეტული რეკომენდაციები არ გაუწერიათ. მშობლები ფიქრობენ, რომ შერეულ სასწავლო სისტემაზე გადასვლა გამოსავალი არ არის. ვერც მოსწავლეების უსაფრთხოება იქნება გარანტირებული და ვერც მათთვის საფუძვლიან განათლების მიღება. 


განათლების სამინისტროსგან მთავარს უნდოდა, რომ გაეგო, რა აზრი აქვს შერეულ სწავლებას, მაშინ, როდესაც მოსწავლეებს სკოლაში სიარული სამი დღე მაინც მოუწევთ, როგორ დაიცავენ მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობას სკოლებში და რატომ არ გადადიან სტანდარტული რეჟიმის სწავლებაზე, მაშინ, როდესაც ასეთი რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელამდე, იუნისეფის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა გასცა.


რატომ მოიხსნა ჩხენკელის უწყებამ პასუხისმგებლობა და სრულად დირექტორებს დააკისრა, სამინისტროში მთავარი არხის კითხვებს არ უპასუხეს. ასევე უცნობია, შეძლებენ თუ არა მოსწავლეები კოვიდპანდემიის დროს განაცდური სასწავლო საათების ანაზღაურებასა და შერეული სისტემის დანერგვის პირობებში სრულფასოვან სწავლას. 


თეგები:
სკოლები



ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
access_time2020-08-08 11:23:58
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით...

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება
access_time2020-08-08 10:10:35
პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში - ახალი გზა ავტომობილის შესაძენად! დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია... მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ! ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს...

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?
access_time2020-08-08 10:24:19
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება? სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...


მსგავსი სიახლეები

up