დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

access_time2020-03-27 10:00:22

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ დრომდე გრძელდება, ქვეყნის ეკონომიკა სრულად, რომ არ გაჩერდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების და მშენებლობების განხორციელება ნებადართულია.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობაში როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აგრძელებენ თუ არა კომპანიები მუშაობას და რა გავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე ეროვნული კურსის გაუფასურება?

 

გაუფასურებულმა ლარმა მნიშვნელოვანი პრობლემები უკვე შეუქმნა შპს „გრინსერვისი +“-ს. როგორც კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე აცხადებს, კომპანიამ  მიმწოდებლებისგან გაძვირებული პროდუქტი უკვე შეისყიდა. შპს „გრინსერვისი +“- ის დირექტორი მიიჩნევს, რომ სიტუაციის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

 

„ჯერჯერობით მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა გავლენას არა მარტო ჩვენზე, ყველაზე მოახდენს. გაუფასურებული ეროვნული ვალუტის გამო დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ შეიძლება რაღაც კორექტირება მოხდეს. ჩვენ დამოკიდებულები ვართ მომწოდებლებზე, რომლებიც ასევე დამოუკიდებლები არიან ვალუტის კურსზე, მაგალითად, ქვა, რომელსაც ვყიდულობთ უკვე საკმაოდ გაგვიძვირეს.გრძელვადიან პერიოდში კომპანიას ალბათ მნიშვნელოვანი ზარალი მიადგება, თუმცა, მუშაობას ყველა ვარიანტში ვაგრძელებთ, პირველად არ ხდება, როდესაც ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად უფასურდება, იმედია სახელმწიფო მიიღებს რაღაც ზომებს ამ საკითხთან მიმართებაში. სურვილი მექნება, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს, თუმცა, ჩემი აზრით, პროცესებში დიდი ხნის წინ უნდა ჩარეულიყო“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.


 

მუშაობას შეფერხებით აგრძელებს „შპს სკინჩი“. დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული, ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელის წინაშეც დღეს კომპანია დგას. „შპს სკინჩი“-ში აცხადებენ, რომ თუ ქვეყნაში სიტუაცია გაუარესდა კომპანია მუშაობას გააჩერებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, ზარალი, რომელიც შეიძლება კომპანიას მიადგეს, ლარის კურის ცვლილების პროპორციული იქნება.    

 

„ჩვენს მუშაობას აფერხებს ის, რომ ბიტუმის შემოსვლა ქვეყანაში გართულდა. შემოდის ირანის ნაცვლად აზერბაიჯანიდან, რომელიც ძვირია და იმდენად ხარისხიანი არ არის რამდენადაც ირანული. კიდევ ერთ პრობლემა, რომელიც შეგვექმნა არის ის, რომ მომწოდებლები, რომლებიც მასალს  კონსიგნაციით გვატანდნენ, ახლა  ნაღდ ფულს ითხოვენ, შექმნილი სიტუაციის ყველას ეშინია. სრულად ნაღდ ფულზე მუშაობა საგზაო სექტორში ძალიან დიდი რესურსს მოითხოვს.


ახლა 8 ტენდერზე ვმუშაობთ, რამდენიმე ობიექტზე მუშაობას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც სახელმწიფო უწყებიდან თანხა ჩაგვერიცხება, სახელმწიფო ხაზინა აჩერებს ფულს თუ რა ხდება ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა, ვადები ჯერ კიდევ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამშრომლების მესამედი არ გვყავს, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვერ იმუშავებდნენ დავასვენეთ. ასევე მძიმედ აისახება ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ თუ სიტუაცია გაუარესდა მუშაობას გავაჩერებთ, გაჩერებაც თავისთავად ზარალს ნიშნავს, თუ არ მუშაობ კომპანიას ხარჯები მაინც აქვს“, - განაცხადეს კომპანიაში.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up