დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება, რის მიზეზადაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სახელდება

დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება, რის მიზეზადაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სახელდება

access_time2019-11-10 11:30:16

დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.


კანონპროექტით მიხედვით, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან ამ გარემოების თაობაზე, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება. ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტი გარდამავალი ხასიათის ნორმას ითვალისწინებს, რომლის გათვალისწინებით, კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განცხადებაზე ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ გავრცელდება.


„კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ის პირებიც მიმართავენ, რომლებსაც დოკუმენტი რეალურად არ დაუკარგავთ და შემდგომ ამ დოკუმენტებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას – როგორც საქართველოდან გასვლას, ასევე შენგენის ზონაში გადაადგილებას. ის გარემოება, რომ უცხო ქვეყანაში ხშირად ვერ ხერხდება მოქმედი დოკუმენტის იდენტიფიცირება, პრობლემებს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.



წინამდებარე ცვლილებაზე მუშაობის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული ის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული თუ სხვა სახის სარგებელი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და მისი თითოეული მოქალაქე იღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად. აგრეთვე, ის დიდი შრომა და ძალისხმევა, რომლის გაწევაც მოუხდა ქვეყანას ამ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პრივილეგიის მოსაპოვებლად. არ შეიძლება, ეს ისტორიული მიღწევა – ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ამ მიღწევის დაცვისთვის აუცილებელია, დოკუმენტის ბოროტად გამოყენების მაქსიმალური პრევენცია და ამ მიზნით პასპორტის გაცემის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და სრულყოფა.


ამავდროულად, იმისათვის, რომ მითითებული ცვლილებით გათვალისწინებული რეგულაცია ტვირთად არ დააწვეს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, პროექტით გათვალისწინებულია პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია კანონპროექტში.


აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება 11 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.


1tv.ge


თეგები:
პასპორტი



გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up