დაკარგული 170 000 ლარი და მოუწესრიგებელი კანალიზაცია – რა პრობლემებს უქმნის ბიუროკრატიული ბარიერები მოსახლეობას

დაკარგული 170 000 ლარი და მოუწესრიგებელი კანალიზაცია – რა პრობლემებს უქმნის ბიუროკრატიული ბარიერები მოსახლეობას

person access_time2016-03-08 14:20:45

რა პრობლემებს უქმნის რიგით მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული ბიუროკრატია და როგორ უშლის ის ხელს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას? ამ თემაზე „ბიზნესკურიერმა“ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ერთერთი სოფლის მაგალითია მოყვანილი.


პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: 



სოფელ მთისძირის მოსახლეობა სოფელში საკანალიზაციო მილის არ არსებობას აპროტესტებს. გასულ წელს მათ მეზობლად სოფელ კრწანისში საკანალიზაციო მილები გამოცვალეს, მაგრამ გაყვანილობა მოსაზღვრე დასახლებამდე მიიყვანეს და დაბინძურებული წყალი ღია ცის ქვეშ გაუშვეს. მას შემდეგ მოსახლეობის ეზოები ფეკალიებით იტბორება. კანალიზაციის წყალი იქვე საძოვრებზე იღვრება, სადაც სოფლის ნახირი ბალახობს, რაც საფრთხეს ქმნის, რომ მათგან მიღებული რძის პროდუქტები დაავადების წყარო გახდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ დახმარებისთვის გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ რეაგირება არავის მოუხდენია. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ პრობლემებს მოაგვარებს, მაგრამ როდის, ამას ვერ ასახელებს. 


„ეტაპობრივად იწყება სოფლის პროექტები, გათვალისწინებულია  საკანალიზაციო სისტემა და გაკეთდება აუცილებლად. ჩვენ მიწოდებული გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია, პროექტები მზადდება და აუცილებლად გაკეთდება. ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს როდის გაკეთდება და მოსახლეობას გავცემ დაზუსტებულ პასუხს,“ - აცხადებს სოფელ კრწანისის რწმუნებული ბესო ლიპარტელიანი. საკანალიზაციო სისტემის აღსადგენად შარშან ბიუჯეტიდან 170 000 ლარი დაიხარჯა, მაგრამ არც ეს თანხა აღმოჩნდა საკმარისი. ფული სამუშაოების დასრულებამდე ამოიწურა. „ბიზნესკურიერმა“ შესაბამისი დოკუმენტის მოპოვება ვერ შეძლო. დოკუმენტი მკაცრად გასაიდუმლოებულია. გარდაბნის გამგეობაში ამბობენ, რომ სისტემის რეაბილიტაცია ძველ გამგებელს უნდა გაეკეთებინა. ახალ პროექტზე ამჯერად ახალი გამგებელი მუშაობს, თუმცა მოიძიებენ თუ არა სამუშაოებისთვის საჭირო თანხას, ჯერ არ იციან.



ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up