დაიხურება თუ არა ჩინეთში გარეული ცხოველების ბაზრები?

დაიხურება თუ არა ჩინეთში გარეული ცხოველების ბაზრები?

access_time2020-05-12 20:00:12

ჩინეთის ხელისუფლებამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ე.წ. „სველი ბაზრების“ არსებობის ფაქტი უარყო. საუბარია, მსხვილ სავაჭრო ფართებზე, სადაც ცოცხალ, მათ შორის გარეულ ცხოველებს ყიდიან. მათ ადგილზე კლავენ, წარმოუდგენელი ანტისანიტარიის პირობებში ამუშავებენ და ყიდიან.ჩინეთში მათ „სველ ბაზრებს“ უწოდებენ იმის გამო, რომ ცემენტის იატაკი სისხლისგან გასუფთავების მიზნით მუდმივად ირეცხება, ხოლო მოვაჭრეები რეზინის ჩექმებში მუშაობენ.


ოფიციალური პეკინის პოზიცია ამ საკითხზე რეალური სურათისგან მკვეთრად განსხვავება - კორონავირუსის ეპიდემია სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბაზრიდან, ქალაქ უხანში, დაიწყო.ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს ავადსახსენებელი ბაზარი სადღეისოდ, ისევ მუშაობს.




ჩინეთი არალეგალურად დაჭერილი გარეული ცხოველების უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში. ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში ასობით მილიონი ადამიანი ცხოველების მოხმარებაზე დამყარებული კულინარული ტრადიციის „ევხზის“ (ველური ხორცი) მიმდევარია. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ცივილიზებული ნაწილი ამ ტრადიციას მკაცრად გმობს.ეს არ არის უბრალოდ სამზარეულოს ტრადიცია.გარეული ცხოველების ხორცის მირთმევა ამ ტრადიციის თანახმად, სიცოცხლეს ახანგძლივებს და ადამიანს გარეული ცხოველების ძალას და გამძლეობას ანიჭებს.


პანდემიის შემდეგ ქალაქ უხანის „სველი ბაზრის“ შესახებ მთელმა მსოფლიო შეიტყო. ბაზრის მთლიანი ფართობია 50 000 კვ.მ-ია. იქ 1000-ზე მეტი მოვაჭრე მუშაობს.ყველა, ვინც ნამყოფია უხანის ბაზარში, საშინელებებს ჰყვება - ანტისანიტარია, სივიწროვე, მჭიდროდ გაშლილი გალიები, იქვე, პირდაპირ იატაკზე მიყრილი დაკლული ცხოველები.



2020 წლის 1 იანვრიდან  ცენტრალურ ჩინეთში უმსხვილესი „სველი ბაზარი“ ეპიდემიის გამო დროებით დაიხურა. კორონავირუსის აფეთქებამდე იქ კატები, ღამურები, ვირთხები, ნიანგები, მელიები, სალამანდრები, გველები და სხვა გარეული ცხოველები იყიდებოდა.თუმცა, ეს ბაზარი, სახელად „ხუანანი“ - არ არის ერთადერთი ადგილი 12-მილიონიან უხანში. სამთვიანი პაუზის შემდეგ, ყველა ეს ობიექტი კვლავ მუშაობს და ადამიანების სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს.




ასეთი ბაზრები  ათეულობითაა ჩინეთის სხვა ქალაქებშიც.ადგილობრივი ხელისუფლების მწვავე საერთაშორისო რეაქციის და ოფიციალური პეკინის მრისხანე დირექტივების მიუხედავად, ამ ბაზრების საბოლოოდ დახურვას შეუძლებლად მიიჩნევევენ რადგან თვლიან, რომ ეს თითქოს და „ჩინელი ხალხის ათასწლიანი ტრადიციების შეურაცხყოფა“ იქნება.თანაც, მათი თქმით, ეს ასევე მილიონობით ღარიბი ჩინელის უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგანაც ბაზარში ძირითადად იაფი ხორცი იყიდება.




2018 წელს ქალაქ ნანკინში კანადელმა სოციოლოგებმა კვლევა ჩაატარეს - აღმოჩნდა, რომ ამ ქალაქის მოსახლეობის 90% კვების პროდუქტებს სწორედ „სველ ბაზრებზე“ ყიდულობს.დღეს დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში შტატები, პეკინისგან ამ ობიექტების დახურვას სრული კატეგორიულად ითხოვს. საუბარია არ არის ჩვეულებრივ ფერმერულ ბაზრებზე, სადაც ჩვეულებრივი ხორცი და თევზეულობა იყიდება, არამედ სწორედ იმათზე, სადაც გარეული და ეგზოტიკური ცხოველებით ვაჭრობენ.




ეს მნიშვნელოვანი შესწორებაა, რადგანაც ოფიციალური პეკინი „სველ ბაზრებად“ ჩვეულებრივ ფერმერულ ბაზრებსაც თვლის.ფორმალურად ასეც არის, რადგანაც „სველი ბაზრების“ დიდ უმრავლესობაში გარეული ცხოველების ხორცი არ იყიდება. თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალურად.აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 22 აპრილს „სველი ბაზრების“ მხრიდან დაავადებების გავრცელების მუდმივი საფრთხის გამო მათი სასწრაფოდ დახურვა მოითხოვა.


„ასეთი ტიპის ბაზრები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდ რისკს შეიცავენ, ამიტომაც, მათი დახურვა დაავადებების გავრცელების საშიშროებას მკვეთრად შეამცირებს  როგორც ჩინეთში, ასევე ჩინეთს გარეთ “- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.




დღევანდელი კორონავირუსის გარდა, სწორედ ჩინეთის „სველ ბაზრებთანაა“ დაკავშირებული ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორც ატიპიური პნევმონია და ფრინველის გრიპია.თუმცა, აპრილის ბოლოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გენ შუანმა განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი „სველი ბაზრები“, სადაც გარეული ცხოველებით ვაჭრობენ. მისი ინფორმაციით, არის მხოლოდ ჩვეულებრივი აგრარული ბაზრები, რომლებიც არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ.


გენ შუანის თქმით, საერთაშორისო კანონმდებლობაში გარეული ცხოველების გაყიდვასთან დაკავშირებით არავითარი აკრძალვები არ არსებობს და ჩინეთის ხელისუფლებამ „სველი ბაზრები“ თავისი ინიციატივით დახურა.




თუმცა, რეალობა სულ სხვაა - გარეული ცხოველებით მოვაჭრე ბაზრები ძალიან ბევრია არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც. ეს ობიექტები ძირითადად ლეგალურია, თუმცა, იქ წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველებიც კი იყიდება. „სველი ბაზრების“ ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, რადგანაც მათი ნაწილი ონლაინ ვაჭრობაზე გადავიდა, რაც მათ იდენტიფიცირებას ართულებს.


ფორმალურად 2020 წლის თებერვლის ბოლოს ჩინეთის მთავრობამ ველური ცხოველების გაყიდვა მართლაც აკრძალა, თუმცა, კანონში უამრავი „შავი ხვრელი“ დარჩა, რომელიც „სველ ბაზრებს“ მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს. მაგალითად, დასაშვებია ამ ტიპის ცხოველების გაყიდვა მეცნიერულ და სამედიცინო მიზნებში, ან მათი ბეწვის გაყიდვის მიზნით.


პირველი ვირუსი, რომელიც „სველ ბაზრებს“ პირდაპირ უკავშირდება, 2002 წელს დაფიქსირდა - ეს ე.წ. ჰონკონგის გრიპია, რომელიც ქალაქ გუანჩჟოუს გარეული ცხოველების ბაზრიდან წამოვიდა.უკვე დადასტურებულია, რომ ამ ვირუსის ტრადიციული მატარებელია ღამურების ერთ-ერთი ნაირსახეობა. პირველ ეტაპზე ინფექცია ენოტისებრ ძაღლებზე და გველებზე გადავიდა, შემდეგ მუტაცია განიცადა და საბოლოოდ, ადამიანსაც  გადაედო.


დღევანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, 2002 წელს ჩინეთის ხელისუფლება ახალი ეპიდემიის დაწყებას მსოფლიოს ბოლომდე უმალავდა, ამიტომაც 2 თვეში დაავადება ჰონკონგში და ვიეტნამში, შემდეგ კი სხვა კონტინენტებზე მოხვდა. ეს იყო SARS, „მძიმე რესპირატორული სინდრომი“, ანუ, „ატიპიური პმევმონია“.



ის დღევანდელ კორონავირუსთან შედარებით გაცილებით ნაკლებად დამანგრეველი იყო. ამ ვირუსით მხოლოდ 8000 ადამიანი დაინფიცირდა, 774 კი -გარდაიცვალა. თუმცა, უკვე მაშინ ცხადი გახდა, რომ „სველი ბაზრები“ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ მთელ მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.


ჟურნალისტის სონია შახის ინფორმაციით, ეს ბაზარი ქალაქ გუანჩჟოუში დღესაც ჩვეულებრივად მუშაობს. იქ ერთმანეთთან გვერდით წარმოუდგენელ სივიწროვეში ისეთი ცხოველები იმყოფებიან, რომელთაც ველურ ბუნებაში ერთმანეთს არასდროს ეკონტაქტებიან.სწორედ ესაა ეპიდემიოლოგიური კუთხით ყველაზე დიდი საფრთხე. რეალურ ცხოვრებაში ღამურას არანაირი შეხება ხეებზე მცხოვრებ პალმის ცივეტებთან არასდროს არ ექნება, ადამიანთან კი - არც ერთს აქვს და არც მეორეს.


თუმცა, ჩინეთის სველ ბაზარზე სამი ნაირსახეობა - ღამურები, ცივეტები, და ადამიანები - მოულოდნელად და ბუნების ყველა კანონის დარღვევით, ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ.ატიპიური პნევმონია ასე დაიწყო - ვირუსი, რომელიც ღამურას ორგანიზმში ბუდობდა, გადაეცა პალმის ცივეტას, შემდეგ კი -ადამიანს. კორონავირუსიც ასე დაიწყო, ოღონდ ამჯერად ცივეტას ნაცვლად ღამურას ვირუსი ადამიანს სხვა ეგზოტიკურმა ცხოველმა - პანგლონმა გადასცა.


ვინ იცის, კიდევ რამდენი ვირუსი ჩინეთის „სველ ბაზრებზე“ ადამიანზე იერიშის მიტანისთვის ემზადება?


წყარო: svoboda.org
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up