ირაკლი ეზუგბაიამ უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელობა დატოვა

ირაკლი ეზუგბაიამ უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელობა დატოვა

access_time2021-03-11 16:30:44

„უკრაინის რკინიგზის“ სამმართველოს წევრმა, კომერციულმა და ლოგისტიკურმა დირექტორმა  ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ მან 11 მარტს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადავწყიტე თანამდბობიდან წასვლა, გენერალური დირექტორის სრული მხარდაჭერით. იმედი მაქვს რომ პირადი საკითხები, რომელიც დომინირებდა რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების დროს , დღის წესრიგში აღარ იქნება და რეფორმა გაგრძელდება“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

Biz.liga.net-ი წერს, რომ გადადგომის მიზეზებს შორის, მან კორუფცია და რკინიგზაში რეფორმების განხორციელების შეყოვნება დაასახელა.

 


„არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ეროვნული სატვირთო გადამზიდავით. დაიწყო ზეწოლა, რომელიც გონივრულ საზღვრებს გასცდა. ამასთან ერთად ნელა ვითარდება რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა განხორციელებულიყო“ - ამბობს ეზუგბაია.

 

 

  • 2020 წლის 29 სექტემბერს უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჟმაკმა განაცხადა, რომ ირაკლი ეზუგბაია სატვირთო გადაზიდვების მიმართულებას უხელმძღვანელებდა. 2005 წლიდან 2012 წლამდე ეზუგბაია საქართველოს რკინიგზის სათავეში იყო.  იგი ასევე მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი გახლდათ ინფრასტრუქტურის საკითხებში. იანვრის ბოლოს, უკრაინის რადამ შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია უკრაინის რკინიგზის საქმიანობის შესაფასებლად და 2017-2020 წლებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოსაძიებლად. პირველი მოსმენის შემდეგ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მინისტრთა კაბინეტს ვლადიმერ ჟმაკის საქმიანობის შეფასების ნებართვის მოთხოვნით მიმართა, თუმცა ის ამ თანმდებობაზე მხოლოდ 2020 წლის ბოლოს დაინიშნა. რკინიგზის ხელმძღვანელმა დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნას გაუგებრობა უწოდა.

 

  • 9 მარტს უკრაინის რეფორმების აღსრულების კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „ სავიკ შუსტერის სიტყვის თავისუფლება“ განაცხადა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას ჟმაკის თანამდებობიდან გათავისუფლება სურს და „კორუფციული სქემების დაფარვას ცდილობს.

 

  • 10 მარტს ვლადიმერ ჟმაკმა განაცხადა, რომ უკრაინის რკინიგზის მმართველობა მზადაა დროებით საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს ყველა ინფრმაცია პოლიგრაფის დახმარებით.



biz.liga.net

 

მარიამ მორგოშია  






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up