დაიწყო წინასწარი გაყიდვები ბინადარის ახალ პროექტში „ბინადარი დადიანზე 2“ !

დაიწყო წინასწარი გაყიდვები ბინადარის ახალ პროექტში „ბინადარი დადიანზე 2“ !

access_time2019-04-08 11:35:44



„ბინადარი დადიანზე 2“ დეველოპერული კომპანია ბინადარის ახალი პროექტია. აღნიშნული პროექტი მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის N59-ში. პროექტის ცენტრალურმა მდებარეობამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და მეტროსთან სიახლოვემ უამრავი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია.





მხოლოდ აპრილის ბოლომდე, წინასწარი გაყიდვების პერიოდში, მომავალ მობინადრეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ განსხვავებული ფასითა და გადახდის პირობით დადიანის როგორც პირველ, ისე მეორე და მესამე ბლოკებში. უშუალოდ პროექტის მშენებლობა კი 2019 წლის ივნისიდან დაიწყება და ჩაბარდება 2020 წლის დეკემბერში.



აღნიშნულ პროექტში ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად ბინებს 31 კვ.მ-დან. პროექტი შედგება 3 ბლოკისაგან. მე-2 და მე-3 ბლოკი 8 სართულიანი და ერთ სადარბაზოიანია, ხოლო პირველი ბლოკი - 7 სართულიანი და ერთ სადარბაზოიანი. პროექტის პირველი სართული მთლიანად ეთმობა კომერციულ ფართებს, ხოლო მეორე სართულიდან იწყება საცხოვრებელი ბინები. -1 სართულზე განთავსდება საპარკინგე ზონა. პროექტი ასევე მოიცავს დახურულ შიდა ეზოს.
გახდი ჩვენი ბინადარი პროექტში „ბინადარი დადიანზე 2“ წინასწარი გაყიდვების პერიოდში და ისარგებლო მაქსიმალურად შენზე მორგებული გადახდის პირობით!



(R)





„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...


მსგავსი სიახლეები

up