ბოლო სამი წელია კითხვის ნიშნის ქვეშაა ააშენებს თუ არა „ორბი ჯგუფი” და „ბლოკ ინვესტი” ყაზბეგის გამზირზე 38 სართულიან თაურებს.საინვესტიციო პროექტი, რომელის ღირებულება 140 მილიონ დოლარს შეადგენს და გეგმის მიხედვით, 120 ათას კვადრატული მეტრზე უნდა აშენებულიყო სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე, მშენებლობის დაწყებას ჯერ კიდევ 2016 წელს გეგმავდა.
„დღეს კომპანიები მშენებლობის ნებართვის გაცემას ელოდება, რომლის თაობაზეც განცხადება 12 დეკემბერს, არქიტექტურის სამსახურში შეიმოიტანეს.“-ამის შესახებ „კომერსანტს“ არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს.
“ყაზბეგის 22 ორბის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა 2019 წლის 17 სექტემბერს. მომდევნპო ეტაპია მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომლის თაობაზეც კომპანიამ განცხადება შემოიტანა, თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას დადგინდა გარკვეული ხარვეზები,რომლის გამოსასწორებლად კომპანიას გარკვეული დრო მიეცა. კიდევ ერთხელ განვიხილავთ უკვე შესწორებულ ვარიანტს და განვიხილავთ თავიდან. “ -აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.
თავად, კომპანია “ბლოკ-ინვესტში“ და „ორბი ჯგუფში“ დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება,
შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ კომპანიის ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან” ამბობდა, რომ „დედაქალაქის მთავრობასთან სამშენებლო ნებართვის აღებისთვის პროცედურებს გადიოდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ 2016 წლის მაისის ბოლომდე ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. მულტიფუნქციურ, შენობაში როგორც კომერციული ფართები, ისე რამდენიმე სასტუმრო და აპარტ ოტელი უნდ აგანთავსებულიყო.“
თორნიკე ჯანაშვილის აცხადებდა, „რომ მოლაპარაკების პარალელურად შენობის დემონტაჟი ხდება და როგორც კი ნებართვა იქნებოდა, მშენებლობის პროცესიც დაიწყებოდა.“
კომპანია დაინტერესებული იყო, რომ შენობის მიმდებარედ „ხრუშოვკის” ტიპის ორი კორპუსის ტერიტორიაც აეთვისებინა, რომლისთვისაც სპეციალური ჯგუფი გამოიყო, რომელიც კორპუსების შესწავლას და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ორბი ჯგუფი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აპარტოტელების მშენებლობა დაიწყო. კომპანია აპარტოტელებს ბათუმსა და ბაკურიანში ფლობს. „ბლოკ ინვესტი” კი რამდენიმე სასტუმროს პროექტს ახორციელებს. მათ შორის „პარკ ინისა” და „გოლდენ ტულიპის” სასტუმროების პროექტებს.
ნათია ლომიძე