დაივიწყეთ   MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

access_time2019-04-22 16:30:47


Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა.


განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს.



Concept D-ს ტექნიკა შექმნილია ლამაზი, მინიმალისტური დიზაინით. მოწყობილობები აღჭურვილია ყველაზე ძლიერი კომპონენტებით, თუმცა მუშაობისას ინარჩუნებს მაქსიმალურ სიჩუმეს. გრაფიკულ დიზაინერებსა და მემონტაჟეებს საქმე გაუმარტივდებათ Concept D-ს ლეპტოპების და კომპიუტერების სწრაფი 3D რენდერის დროით,მონიტორები კი Adobe RGB-ს ფერთა სპექტრს 100 პროცენტით წარმოაჩენენ, რისი წყალობითაც ისინი ნამუშევრებს მთელ თავის ბრწყინვალებაში იხილავენ.MacBook-თან შედარებით, Concept D-ს გამოსახულების გაუმჯობესებული სიზუსტე აქვს, ამიტომ ვიზუალური მასალა ზუსტად ისე გამოჩნდება, როგორც იყო ჩაფიქრებული.




Acer-მა ასევე განაახლა უკვე არსებული ტექნიკის ხაზები. გეიმერებისთვის განკუთვნილ Predator-ის ხაზს დაემატა ახალი პერსონალური კომპიუტერი Orion 5000, რომელიც აღჭურვილია Nvidia-ს უახლესი RTX ხაზის გრაფიკული ბარათით და უზარმაზარი, 43-ინჩიანი ეკრანით.ძლიერი კომპონენტების გამო, გეიმერები შეძლებენ დატკბნენ უახლესი თამაშებით აქამდე არნახულ მასშტაბებში.





Nitro სერიის ახალ გეიმერულ ლეპტოპებში Intel-ის მეცხრე თაობის პროცესორი და Nvidia-ს ახალი გრაფიკული ბარათი მოქცეულია მხოლოდ 20 მილიმეტრიანი სისქის კორპუსში, რაც ნიშნავს, რომ ყველაზეშთამბეჭდავი თამაშების გაშვებას უმაღლესი გრაფიკული პარამეტრებით ყველგან შეძლებთ, სადაც კი მოგესურვებათ.


პროდუქტიულობაზე ორიენტირებული Aspire-ის ნოუთბუქების სერია განახლდა გაძლიერებული მოდელებით. Aspire 5 და Aspire 7 ნოუთბუქები აღჭურვილია AMD Radeon-ისა და Nvidia-ს ახალი ვიდეობარათებით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორით, რისი წყალობითაც ეს ლეპტოპები ყველანაირ საქმეს ძალიან სწრაფად გაუმკლავდებიან - გრაფიკულ პროგრამებს, თამაშებს, მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების ჩართვას და ა.შ. ეს ლეპტოპები ერთგული ასისტენტები გახდებიან ყველა სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.



ახალი ბიუჯეტური Chromebook 714 და Chromebook 715 აღჭურვილია ელეგანტური, მეტალის კორპუსით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორებით, რისი მეშვეობითაც ისინი ყველანაირ საოფისე პროგრამას, ბევრ ჩაკეცილ ფანჯარასა და მსუბუქ გრაფიკულ პროგრამებს მარტივად გაართმევენ თავს.







თეგები:
MacBook-ი -Acer-ი



"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

access_time2020-04-01 12:30:33
„ვენდის“ და „ დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა"...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს
access_time2020-04-01 12:45:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2587-ით დაიწყო, 12:45 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.2587-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა...

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა
access_time2020-04-01 11:30:38
კომპანია„სფეის კარგო“ სამხრეთ-ამერიკული ლოგისტიკური ქსელის წევრი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან. კომპანია ახორციელებს ტვირთებისა და ამანათების იმპორტსა და ექსპორტს 300-ზე მეტი მიმართულებით. ამანათები ჩინეთიდან, ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვები- ეს კომპანიის ძლიერი მხარეა. 11, 12 და 13 მარტს „სფეის...

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო
access_time2020-04-01 11:48:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო...

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია
access_time2020-04-01 11:30:22
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში "ბიზნესმენის დილა" აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა პაატა შურღაიამ, იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრა,რომლის წინაშეც დღეს საქართველოა. პაატა შურღაიას თქმით, მნიშვნელოვანია,რომ სახელმწიფომ კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ,ტექნოლოგიური მიმართულებით ქვეყნის განვითარების გზებზე...


მსგავსი სიახლეები

up