დაინფიცირებული თანამშრომლების გამო „აჭარა ტექსტილის“ ქობულეთის საწარმო დროებით მუშაობას წყვეტს

დაინფიცირებული თანამშრომლების გამო „აჭარა ტექსტილის“ ქობულეთის საწარმო დროებით მუშაობას წყვეტს

access_time2020-09-26 13:00:07

თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების გამო „აჭარა ტექსტილის“ ქობულეთის საწარმო დროებით შეჩერებულია.


როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ჩართულობის მიუხედავად, პანდემიამ კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.


„ზოგადად, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ეს პანდემია ძალიან დიდი შემაფერხებელი ვირუსია და  როგორც ჩვენი კომპანიის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა ვცდილობთ, რომ ამ გავლენის მინიმიზაცია მოვახდინოთ.

ჩვენ თავიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული პირბადეების წარმოებაში, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესებში და ასევე იმაშიც, რომ თავიდანვე მაქსიმალურად ვიცავდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც გაცემული იყო ლუგარის ლაბორატორიის მიერ. ჩვენთანაც შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები როგორიცაა პირბადე, დეზინფექცია, დისტანციის დაცვა - ყველაფერი სისტემატურად ხორციელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბათუმი წითელ ზონაშია და ამ ვირუსმა ჩვენს საწარმოშიც შემოაღწია. ამ ეტაპზე 5 ადამიანია დაინფიცირებული -  მათგან 1 საავადმყოფოშია, 1 კარანტინში, 3 კი - თვითიზოლაციაში.

გასულ პარასკევს ჩვენ შევაჩერეთ მუშაობა და ველოდებით საბოლოო ტესტის პასუხებს, იმისთვის, რომ უკვე მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება - გაიფილტროს ის თანამშრომლები ვის აქვს დადასტურებული და ვინც არის ჯანმრთელი. რის შემდეგაც,  გვსურს  ისევ განვაახლოთ მუშაობა.“ - განმარტავს გია ლომინაძე.


გია ლომინაძის თქმით ამ ეტაპზე ქობულეთის საწარმო სრულიად გაჩერებულია, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს რუსთავში არსებული საწარმოს მშენებლობის პროცესი.



„ქობულეთის საწარმო სრულად გაჩერებულია. რუსთავში ჯერ-ჯერობით მხოლოდ მშენებლობა მიმდინარეობს და იქ საშიში არაფერია. ხოლო ფოთისა  და ბენზეს საწარმოები ჩვეულებრივი ტემპით მუშაობენ.

ამ ეტაპზე სიახლე ჩვენთვის მხოლოდ რუსთავია და ძირითადად მთლიანად მასზე ვართ გადართულები. 20 000 – 22 000 კვ.მ-ზე გაშენებული ქარხანა, სადაც 3 000 ადამიანი დასაქმდება, ალბათ, საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) ყველაზე დიდი ტექსტილის საწარმო იქნება.

გადახურვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და  ვფიქრობთ, რომ სადღაც თვენახევარში მშენებლობის ძირითად ნაწილს დავასრულებთ.

ვფიქრობდით, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდებოდა მშენებლობა, თუმცა ალბათ  ეს ვადა ნოემბრის ბოლოს გადაიწევს.

რაც შეეხება ფეხბურთის გუნდების ფორმებს  - ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება.“ - აღნიშნავს გია ლომინაძე


შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავში შპს. „ქართლი ტექსტილის“ სახელით მასშტაბური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც Borrusia-ს , Chelsea-სა და  Liverpool-ის გუნდების ფორმები შეიკერება.

 

ანი ცარციძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up