“ეს ფასია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის იმის გამო, რომ  არ უნდა რუსეთთან ურთიერთობა“  - აკაკი ცომაია რუსეთიდან ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვაზე

“ეს ფასია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის იმის გამო, რომ არ უნდა რუსეთთან ურთიერთობა“ - აკაკი ცომაია რუსეთიდან ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვაზე

access_time2019-07-08 18:00:33

„ფულადი გზავნილები ესაა ფაქტორი, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის.  თავისთავად ცხადია, რომ გზავნილების აკრძალვა საქართველოს ეკონომიკაზე დიდ გავლენას მოახდენს. ეს ფასია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის იმის გამო, რომ მას არ უნდა რუსეთთან ურთიერთობა. თავიდანვე შეცდომა იყო რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა და  ეს იყო არასწორი პოლიტიკის შედეგი,“ - ასე აფასებს ეკონომიკური ექსპერტი აკაკი ცომაია რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს ფულადი გზავნილების აკრძალვასთან დაკავშირებით.



რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მთავრობას სთავაზობს, აიკრძალოს საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტი - ამის შესახებ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნული საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში სწორედ დღეს იგეგმება.



ამას გარდა, დუმა ასევე აპირებს შესთავაზოს ხელისუფლებას აიკრძალოს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები.



„ბუნებრივია, ქვეყანა არის დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაზე და რუსეთი არის ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ჩრდილოეთით არის მტერი, რომელიც ნებისმიერ მომენტში განახორციელებს სანქციებს და მისთვის ნებისმიერი ინსტრუმენტი (ფულადი გზავნილები , ადამიანები, ტურისტები) წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ის გამოიყენებს ამას. პოლიტიკა აქტიურად არის მიმართული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე , თუნდაც აბაშიძე-კარასინის დაუსრულებელი შეხვედრები ავიღოთ.  საზოგადოებამ ირწმუნა, რომ რუსეთის ბაზარზე გასვლა მარტივია და იოლ შრომას წარმოადგენს. დაინახა რუსეთმა საზოგადოების რეაქცია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა რუსული პოლიტიკის სიახლოვეს ყოფნა და გამოავლინეს თავიანთი კლანჭები. ბუნებრივია, ეს სანქციები საკმაოდ უარყოფითად იმოქმედებს . თუ ჩვენ გვსურს განვითარება, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, უნდა ვიზრუნოთ ბაზრის დივერსიფიცირებაზე, ინვესტორებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სწორედ ამაზე უნდა იყოს მუშაობა. ამას ყველაფერს ვაბრალებ ცალსახად ხელისუფლებას. რუსეთს ვერ დავაბრალებ, ის გამიკვირდებოდა, რომ ამ სიტუაციაში რუსეთს ეს ნაბიჯები არ გადაედგა.“ - აცხადებს აკაკი ცომაია




რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მოსალოდნელი სანქცია რუსეთის მხრიდან ფულად გზავნილებზე საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და ძლიერ დარტყმად არ აისახოს. ამასთან დაკაშირებით აკაკი ცომაია გამოსავალს გადასახადების შემცირებაში ხედავს , რადგან, მისივე თქმით, შემოსავლების სწორი გადანაწილება ხელისუფლების ძლიერი მხარე არ არის და არც არასდროს ყოფილა.



„როდესაც შემოსავალი მცირდება საზოგადოებაში, ეს შემოსავალი შემცირების მიმართულებითაც  ნაწილდება ასიმეტრიულად.  ქვეყანას თუ დააკლდა მილიარდი დოლარი, ეს მილიარდი დოლარი ნაწილდება  -  ვიღაცას 1000 დოლარით ნაკლები შეხვდება, ვიღაცას 100 დოლარით ნაკლები. ამ ასიმეტრიულ გადანაწილებაში მთავრობას აქვს თავისი როლი და ესაა საზოგადოების ბიუჯეტის სწორი განკარგვა. თუ მთავრობა უარს იტყვის ბიუჯეტის დახარჯვაზე, მან უნდა შეამციროს გადასახადები. თუ გადასახადებს არ შეამცირებს, ეს მდგოამრება არ შემსუბუქდება და დამოკიდებული იქნება მთავრობის კეთილ ნებაზე, თუ როგორ გადაანაწილებს ის ამ შემოსავალს. ამ შემთხვევაში ვიცით, რომ მთავარობა ყოველთვის ცუდი გამანაწილებელია, მაგრამ ცალსახად ვიტყოდი იმას, რომ გადასახადები ყველა მიმართულებით მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.“ - აღნიშნა აკაკი ცომაიამ



ცნობისათვის, 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე გავიდა 25 582 447 ბოთლი ღვინო, რაც მთლიანი ექსპორტის 60%-ზე მეტია.



რაც შეეხება ფულად გზავნილებს, რუსეთიდან საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 30-35 მლნ დოლარი ირიცხება. 2019 წლის 5 თვეში რუსეთიდან საქართველოში 163,7 მლნ დოლარის გადმოირიცხა, რაც მთალიან გზავნილების თითქმის 25%-ს შეადგენს.

 


მარიამ მორგოშია

 





24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up