ბრიტანულმა Daily Mail-მა იტალიის სერია A-ში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა და 10 მთავარ ამბავზე დაწერა. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე ნაპოლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელსაც ცნობილმა გამოცემამ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე უწოდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ “იუვენტუსი” ფაქტობრივად მარტომ გაანადგურა. კვარამ “ბიანკონერის” დაცვის სისუსტითა და ფრთებზე არსებული უუნარობით იდეალურად ისარგებლა.
“იუვენტუსში” მისმა ვიზავიმ – ფედერიკო კიეზამ, თავის ძველებურად წარმოჩინება ვერ შეძლო და, რა თქმა უნდა, ქართველთან მისი შედარება უადგილოა. კიეზა კვარას ვერ შეედრება.
კვარაცხელია ყველაზე სახიფათო ვინგერია, რომელიც ამჟამად იტალიაში ასპარეზობს. “ნაპოლის” ბრწყინვალე გამარჯვებაში კვარაცხელიამ ლომის წილი დაიდო და თუ ამ ფორმის შენარჩუნებას შეძლებს, სკუდეტო აუცილებლად ნეაპოლელებს დარჩებათ. “ნაპოლის” გულშემატკივრებმა კლუბის 77 ნომერი შეიყვარეს, რის შემდეგაც ქალაქის მასშტაბით, აივნებს საქართველოს დროშა ამშვენებს.
კვარას მიმართ აღფრთოვანება ეჭვგარეშეა, მაგრამ, აქვე ჩნდება მთავარი კითხვა – შეძლებს “ნაპოლი” ზაფხულში მის შენარჩუნებას, იმ ფონზე, როდესაც ევროპის ტოპ კლუბებმა კვარაზე ნადირობა გამოაცხადეს?