Daily Mail: ვაქცინებს შორის ყველაზე საშიშია Johnson & Johnson

Daily Mail: ვაქცინებს შორის ყველაზე საშიშია Johnson & Johnson

access_time2021-11-03 19:00:24

Johnson & Johnson-ის ანტიკოვიდური ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში იშვიათი თრომბების განვითარების რისკს ზრდის - ამაზე მეტყველებს ახალი კვლევის შედეგები.

 


შტატ მინესოტას ქალაქ როჩესტერის კლინიკის მეცნიერებმა შეადარეს ერთმანეთს ამ ვაქცინით აცრილების და პამდენიამდე მოსახლეობისგან მიღებული მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ Johnson & Johnson-ით ვაქცინირებულებს შორის თრომბის გაჩენის რისკი ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით 3,5-ჯერ მაღალია.

 


ცერებრალური ვენოზური თრომბების ჩამოყალიბება ისედაც დიდი ხანია იდენტიფიცირებულია, როგორც ამ ვაქცინის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი, რის გამოც ჯერ კიდევ აპრილში მისი გამოყენება შეჩერდა.

 


2021 წლის თებერვალ-მაისში შტატებში გამოყენებულ იქნა Johnson & Johnson-ის ვაქცინების 8,7 მლნ. დოზა, და ამ დროისთვის ცერებრალური თრომბის წარმოქმნის 46 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 70% ქალებში გამოვლინდა.


 


აცრილთა რაოდენობის და პანდემიამდე ამ საკმაოდ იშვიათი და ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო დაავადების გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, გამოდის, რომ, Johnson & Johnson-ით ვაქცინირებულ 100 000 მოქალაქეზე 8,6 თრომბი დაფიქსირდა, რაც 3,5-ჯერ მეტია ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ვაქცინის მიმღებებისთვის ამ კუთხით ყველაზე საშიშია პრეპარატის მიღების შემდეგ პირველი 15 დღე. ასევე ჭარბი რისკის ჯგუფში არიან 30-64 წლის ქალები.

 


თუმცა, მკვლევარების საბოლოო დასკვნა Johnson & Johnson-ის ვაქცინასთან დაკავშირებით დადებითია - იმის მიუხედავად, რომ რისკი მართლაც არსებობს და ეს ადრეც ცნობილი იყო, ეს საფრთხე მინიმალურია და კორონავირუსის გართულებების რისკი გაცილებით უფრო მაღალია. შესაბამისად, Johnson & Johnson-ით აცრები უნდა გაგრძელდეს.

 


თრომბის შედარებით მაღალი ალბათობის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი - 13 აპრილს აშშ-ის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა ამ ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც აცრის შემდეგ 6 პაციენტს თრომბი დაუდგინდა. 23 აპრილიდან ვაქცინის გამოყენება განახლდა, თუმცა, მას თან ერთვის გაფრთხილება 50 წლამდე ქალებისთვის თრომბის წარმოქმნის მაღალი რისკის შესახებ.

 


შტატებში 3 ყველაზე გავრცელებულ ვაქცინას შორის, Johnson & Johnson ყველზე ნაკლებად პოპულარულია, თუმცა მის პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის ის გარემოება, როს ეს ერთჯერადი პრეპარატია. ეს კი მას უპირატესობას უქმნის იმ რეგიონებში, სადაც დანარჩენი ვაქცინებისთვის აუცილებელი ორჯერადი აცრა სირთულეს წარმოადგენს. ცერებრალური ვენოზური თრომბი საკმაოდ იშვიათი, მაგრამ ძალიან საშიში მოვლენაა - ის ტვინის გარე ფენების ვენებში წარმოიქმნება და ტვინიდან გულში სისხლის გადინებას ხელს უშლის. უარეს შემთხვევაში, და სწრაფი მკურნალობის გარეშე, ამ დაავადებას საბოლოო ჯამში თითქმის გარანტირებულად მძიმე ინსულტი და სიკვდილი მოჰყვება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up