Daily Mail: საყოფაცხოვრებო ქიმია ეკოლოგიისთვის ავტოტრანსპორტზე მავნეა

Daily Mail: საყოფაცხოვრებო ქიმია ეკოლოგიისთვის ავტოტრანსპორტზე მავნეა

access_time2021-05-08 20:00:59

საყოფაცხოვრებო ქიმია, პირველ რიგში ყველანაირი აეროზოლები, ატმოსფეროში მთელ ავტოტრანსპორტზე მეტ მავნე ნივთიერებებს გამოჰყოფს.


იორკის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფის კვლევის თანახმად, 2017 წელს ბრიტანეთში აეროზოლებმა 60 000 ტონა მავნე ნივთიერებები გამოჰყვეს, მაშინ, როდესაც მთელმა ავტოტრანსპორტმა: პირადმა მანქანებმა, სატვირთო ტრანსპორტმა, მოტოციკლებმა, ფურგონებმა, ავტობუსებმა, მხოლოდ 30 000.


მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია საყოფაცხოვრებო ქიმიის ალტერნატიული საშუალებების მოძიება.


„მაგალითად, ყველა აეროზოლი შესაძლებელია არააეროზოლურ ფორმაშიც გაიყიდოს, ეს შეიძლება იყოს ბუშტოვანი დეზოდორანტები და არა სპრეი. ჩვენს მიერ მოხმარებული საყოფაცოვრებო ქიმიის ფორმის შეცვლას ეკოლოგიური საფრთხის მნიშვნელოვანი შემცირება შეუძლია“ - განაცხადა მკლვევართა ჯგუფის უფროსმა, პროფესორმა ალისტერ ლიუისმა.



დღევანდელი ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე 80-ან წლებში იყო. მაშინ საოჯახო ქიმიაში ფართოდ გამოიყენებოდა ქლორფტორნახშირბადი, რომელიც ოზონის შრეს ანგრევდა. დღეს მრეწველობაში ბევრად უფრო უსაფრთხო ნივთიერებები გამოიყენება, თუმცა, 80-ან წლებთან შედარებით უსაფრთხო, თავისთავად სრულიად უსაფრთხოს არ ნიშნავს.


საშუალოდ, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ყოველი ადამიანი წელიწადში აეროზოლების 10 ბალონს იყენებს. საშუალო და ღარიბი ქვეყნების ეკონომიკის ზრდასთან ერთად პირადი ჰიგიენა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ქიმიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.


სადღეისოდ, კაცობრიობა საშუალოს წელიწადში 25 მლრდ-ზე მეტ ბალონს მოიხმარს და შესაბამისად, 1,3 მლნ. ტონა მავნე ნივთიერებას გამოჰყოფს. დღევანდელი ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში რამდენიმე წელიწადში ეს მაჩვენებელი 2,2 მლნ. ტონამდე გაიზრდება.


მკვლევარების აზრით, სპრეი-აეროზოლების გამოყენება მაშინ, როდესაც უკვე არსებობს არააეროზოლური ალტერნატივები, წარსულის სამომხმარებლო ჩვევების გადმონაშთია.


„არააეროზოლური ალტერნატივების გამოყენება თხევად და მშრალ ფორმებშია შესაძლებელი, ბუშტოვანი დეზოდორანტები, გელი თმებისთვის, მყარი პოლიროლი ავეჯისთვის, ლოსიონი-არომატიზატორები ოთახისთვის და ა.შ. ყველაფერი ეს დღესაც არის. საყოფადცხოვრებლო ქიმიის ასეთ ფორმებში გამოყენება ბუნებისთვის გაცილებით ნაკლებად საზიანო იქნება“, - ამბობს პროფესორი ლიუისი.


dailymail.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ეკოლოგია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up