Daily mail: ლოს-ანჯელესიდან მდიდარი და ცნობილი ადამიანები გარბიან

Daily mail: ლოს-ანჯელესიდან მდიდარი და ცნობილი ადამიანები გარბიან

access_time2020-08-25 20:00:59

ფიტნეს-ცენტრი Gold's Gym ჰოლივუდური ოცნების სიმბოლო 1997 წელს გახდა. ის არნოლდ შვარცნეგერის ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის Pumping Iron-ს გადასაღებ მოედნად იქცა და ამის შემდეგ მისი პოპულარობა არნახულად გაიზრდა.


თუმცა, დღეს მის ირგვლივ შექმნილი ვითარება პოსტაპოკალიფსის სიმბოლო გახდა, რომლის გამოც ბოლო თვეებში ლოს-ანჯელესის მდიდარ რაიონებს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს. ყველა მხრიდან სპორტული დარბაზი უსახლკაროთა კარვებითაა გარშემორტყმული, უსახლკაროები და ნარკომანები გვერდით მდებარე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლიაჟზე ვენის-ბიჩზე ზომბებივით დადიან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მდიდრული ვილებისგან, რომლებიც მილიონობით დოლარი ღირს.


ლოს-ანჯელესში ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომ ვიღაცას თავს დაესხნენ, ან სულაც, სახლში მოსულ პატრონს ეზოში ვიღაც უცხო ადამიანები დახვდნენ. ქალქი- ზღვარზეა. ყველა გარეუბანში სახლები მასობრივად იყიდება, საშუალო კლასი კი უფრო უსაფრთხო რაიონებს ეძებს, ან გარბის სხვა ქალაქებში.


დენი ობრაიენი, რომელიც შენახვის და გადატანის კომპანიას ფლობს, ამბობს, რომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.


„ადამიანები მასობრივად გარბიან. გასულ კვირას ჩემმა კომპანიამ მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის ბარგი გადაიტანა. ის სანსეტ-ბულვართან ახლოს ცხოვრობდა, მისი სახლი კი 6,5 მლნ. დოლარი ღირს“, - თქვა მან.


მისი თქმით, ლიბერალურმა პოლიტიკამ ეს მშვენიერი ქალაქი გაანადგურა. ყველგან გაჩნდა აგრესიული უსახლკაროების კარვების ქალაქები და პოლიცია უძლურია. საშუალო კლასი უსაფრთხოდ თავს ვერ გრძნობს და გარბის ლოს-ანჯელესიდან.


კინოსტუდიები ჯერაც დახურულია კორონავირუსის გამო, ბიზნესი კი მასობრივი გამოსვლების შემდეგ ნელა-ნელა ნორმალური ცხოვრებას უბრუნდება და ამ დროს ლოს-ანჯელესიდან თეთრკანიანი მოსახლეობა მასობრივად გარბის.


ცნობილი კულტურისტი ლუ ფერინიო, რომელიც ასევე არნოლდ შვარცნეგერის ფილმის ერთ-ერთ გმირი იყო, დღეს უკვე არ ცხოვრობს ოცნების ქალაქ მანსანტა-მონიკაში, მან სახლი 4 მლნ. დოლარად გაყიდა და ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ კალიფორნიაში გადაბარგდა.



„ერთხელ საღამოს სახლიდან გავედი და აღმოვაჩინე, რომ ჩემს ეზოში 3 ხულიგანია შემოსული. დავემუქრე რომ პოლიციაში დავრეკავდი, მათ კი საპასუხოდ პისტოლეტები მაჩვენეს. ჩვენ გავყიდეთ სახლი, სადაც 40 წელი ბედნიერად ვიცხოვრეთ. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა“, - ყვებ​ა ლუ ფერინიოს მეუღლე კარლა.


კრიზისი დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა, მაგრამ კორონავირიუსმა ის უკიდურესად გაამწვავა. უსახლკაროთა ბანაკები ლოს-ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ რაიონებშიც გაჩნდა. ჰოლივუდის ბულვარები, რომლები ათწლეულების მანძილზე წარმატების და დიდების სიმბოლო იყო, დღეს მესამე სამყაროს ქვეყნების ბარაკების რაიონებს უფრო წააგავს.


იქ, სადაც თავის დროზე მერილინ მონრო პოზირებდა, დღეს ხელგაშვერილი მათხოვრები იკრიბებიან, სანტა-მონიკას პლიაჟზე გაიშალა კარვების ქალაქი. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რაიონს ვესტვუდს დღეს უწოდებენ „ვესტჰოუდს (West Hood - დასავლეთის გეტო) კრიმინალის არნახული ზრდის გამო.


პუბლიცისტი ედ ლოცის თქმით, ქალაქი ჯერ კიდევ კორონავირუსამდე უარესობისკენ იცვლებოდა.


„უსახლკაროთა პრობლემა წლების მანძილზე მწიფდებოდა და ხელისუფლება მასზე საერთოდ არ რეაგირებდა. კარვების გაშლა უკანონო არაა და ამიტომაც ქალაქი ასეთი იმპროვიზირებული დასახლებებით გაივსო. მე ლოს-ანჯელესში 40 წლის წინ ჩამოვედი და აქ ფლედორანჟის არომატი იყო, დღეს კი - შარდის სუნია. ვესტვუდში მშვენიერი პარკია, მაგრამ იქ ვერ შეხვალ - ის გადატენილია უსახლკარეობით. თეთრკანანების მასობრივი გაქცევა უკვე შემდგარი ფაქტია“,  - ამბობს ლოცი.


დღეს ლოს-ანჯელესში 60 000 უსახლკაროა - ეს 12,5%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს და მათი რაოდენობა ზრდას განაგრძობს.


მდიდარი და ცნობილი ადამიანები - მსახიობები, პროდიუსერები, რეჟისორები, სცენარისტები - გარბიან - ზოგი ნიუ-იორკში, ზოგი ტეხასში, ზოგი კალიფორნიის შედარებით უსაფრთხო რაიონებში - სადაც გნებავთ, ოღონდ ლოს-ანჯელესისგან მაქსიმალურად შორს.


გაქცევაზე სხვების ფიქრობენ - ვინც ჯერ თავის სახლს არ ტოვებს - ტომ ჰენქსმა და მისმა ოჯახმა საბერძნეთის მოქალაქეობა უკვე მიიღო. ისინი ევროპაში მეტი დროის გატარებას გეგმავენ.


სკანდალური ფილმის Fifty Shades Of Grey პროდიუსერმა დანა ბრუნეტიმ იტალიის მოქალაქეობა მიიღო, რადგანაც „იტალია ევროკავშირში შედის და ეს შესაძლებელია სასარგებლო იყოს, თუ აქ ყველაფერი საბოლოოდ უკანალისკენ წავა“.


ნიკოლ კიდმანმა და მისმა მეუღლემ კიტ ურბანმა სახლი შტატ ტენესიში იყიდეს, ასევე ისინი მსახიობის მშობლიურ ავსტრალიაში უძრავ ქონებას ფლობენ.


„ისინი ტენესიში ბევრ დროს ატარებენ, მიაჩნიათ, რომ ბავშვების გაზრდისთვის ეს უკეთესი ადგილია, პარალელურად ლოს-ანჯელესში სახლის გაყიდვაზე ფიქრობენ“, - განაცხადა ვარსკლავის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.


ჰოლივუდი ბოლო თვეებში ილონ მასკმაც დატოვა - მან თავისი სახლი 62 მლნ. დოლარად გაყიდა და ტეხასში გადაბარგებაზე ფიქრობს - თანაც, იქ „ტესლა“ - ს ახალო ქარხანა შენდება. როგორც ცნობილია, ფილმ „რკინის კაცი“-ს მთავარი გმირის პროტოტიპი სწორედ ილონ მასკი იყო. როდესაც ჰოლივუდს ნამდვილი „რკინის კაცი“ ტოვებს, ცხადი ხდება - ყველაფერი დასრულდა. ოცნება მოკვდა.


Daily mail.com

თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up