Daily Mail: მსოფლიოს შპრიცების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

Daily Mail: მსოფლიოს შპრიცების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

access_time2021-11-16 20:00:34

2022 წელს მსოფლიოს ახალი დეფიციტი ელის - შპრიცებზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო მრეწველობა მას ვერ აკმაყოფილებს. სავარაუდოდ, მომავალ წელს გლობალური ჯანდაცვის სისტემას 2 მლრდ, შპრიცი დააკლდება, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის შედეგი იქნება. ამ დროისთვის მსოფლიოში გაკეთდა ვაქცინების 7,5 მლრდ დოზა, რაც 2-ჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული აცრების მაჩვენებელი საშუალოდ წლის მანძილზე.

 


შედეგად, გამოყენებულ იქნა 2-ჯერ მეტი შპრიცი და ეს გლობალურ მარაგებს დიდ საფრთხეს უქმნის.

 


თუ შპრიცების წარმოება სასწრაფოდ არ გაიზრდება, ამან შესაძლოა აჟიოტაჟური შესყიდვები გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ, ყოველთვის დეფიციტის გაღრმავებით სრულდება.

 


გარდა იმისა, რომ ეს ვაქცინაციის პროგრამას, და შესაბამისად, პანდემიის დაძლევას შეაფერხებს, კორონავირუსის პირობებში სხვა დაავადებებიც არსად გამქრალა, და მათი ნაწილი ინექციებს მოითხოვს, შპრიცები კი არ იქნება.

 


საბაზო სცენარის მიხედვით, 2022 წელს, როდესაც უკვე გაკეთებულ ვაქცინებს ვადა გაუვა, ყველაფერი თავიდან დაიწყება და 7 მლრდ. ადამიანს აცრა ისევ დასჭირდება. ამავე დროს მსოფლიოს მრეწველობა წელიწადში 6 მლრდ. შპრიცს აწარმოებს, რაც აქამდე სრულიად საკმარისი იყო.

 



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის ლისა ხედმანის თქმით, თუ ვაქცინაცია როგორც მინიმუმ დღევანდელი ტემპებით გაგრძელდა, მსოფლიოს 2 მილიარდზე მეტი შპრიცი დააკლდება.

 


მნიშვნელოვანი ან ხანგრძლივი დეფიციტი ნიშნავს ვაქცინაციის შეფერხებას, და პრობლემებს სხვა დაავადებების მკურნალობაში. ასევე არსებობს მაღალი რისკი, რომ მედიკოსები ერთსა და იგივე შპრიცებს რამდენიმეჯერ გამოიყენებენ. რაც ძალიან საშიშია, რადგანაც, უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ საფუძვლიანი სტერილიზებაც კი ზოგიერთ ბაქტერიას ვერ ანადგურებს, - ამბობს ლისა ხედმანი.

 


შპრიცი - არ არის ერთადერთი სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლოა დეფიციტური გახდეს. სპეციალისტების თქმით, დეფიციტი შესაძლოა შეეხოს სპეციალურ ქვიშასაც, რომლიდანაც შუშის ფლაკონები იწარმოება.

 


ბევრმა ალბათ არ იცის, რომ მსოფლიოში წყლის შემდეგ ყველაზე მოხმარებადი ნედლეული სწორედ ქვიშაა - ის შეუცვლელია შუშის, ბეტონის, ასფალტის, უამრავი საშენი მასალის და მიკროჩიპების წარმოებაშიც კი.

 


ფარმაცევტულ შუშას მსოფლიოში ძირითადად 3 მსხვილი კომპანია - Corning, Schott და Nipro Pharma Corporation აწარმოებს. ძირითადი მასალაა სპეციფიური წახნაგოვანი  ქვიშა, რომელიც ფლაკონების წარმოებისთვის შეუცვლელია.

 


ამ ნედლეულის მარაგები კი შეზღუდულია და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმაზე მეტ ფლაკონს მოითხოვს, ვიდრე მსოფლიოში იწარმოება.

 


შპრიცებთან დაკავშირებული პრობლემის თავიდან არიდების ერთ-ერთი საშუალებაა ვაქცინური პლასტირები, რომლებიც ინექციას არ მოითხოვენ - სადღეისოდ ამ ტექნოლოგიაზე ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერები მუშაობენ და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვთ.

 


თუმცა, ასეთი პლასტირების სერიულ წარმოებამდე ჯერ კიდევ შორსაა, შპრიცების დეფიციტი უკვე რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი.

 


ამ დროისთვის, პირველი ნიმუშები გამოუშვა ავსტრალიურმა კომპანია Vaxxas-მა, რომელიც ადამიანებზე ცდებს 2022 წლის აპრილში დაიწყებს.





S&P 500 ESG-დან Tesla გარიცხეს

S&P 500 ESG-დან Tesla გარიცხეს
access_time2022-05-18 21:32:18
ილონ მასკის კომპანია Tesla ინდექსიდან S&P 500 ESG გარიცხეს. ამის შესახებ პორტალი investing.com სააგენტო RBC–ზე დაყრდნობით წერს. საინდექსო პროვაიდერის აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენიმე პრობლემაზე მიანიშნა, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება განაპირობეს. პრეტენზიების ნაწილი შეეხებოდა საკითხებს, თუ როგორ იძიებს ელექტრომობილების მწარმოებელი ავტოპილოტთან...

Reuters: ევროკავსირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს

Reuters: ევროკავსირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს
access_time2022-05-18 21:00:42
ყველაზე ცოტა რაც უკრაინას ეკონომიკური აღდგენისთვის დასჭირდება 600 მლრდ აშშ დოლარია, ზოგი დათვლით უკვე 1 ტრლნ. ომის პარალელურად ნგრევა და ზარალის მოცულობაც იზრდება. ძირითადი ტრანშები ომის დასრულების შემდეგ გადაირიცხება. გარვეული მონახაზები კი უკვე არსებობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი კიევს დამატებით 9 მლრდ ევროს გამოუყოფს. ინფრომაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.   დახმარების ყველაზე დიდ წყაროდ რუსეთისთვის გაყინული $300...

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...


მსგავსი სიახლეები

up