Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

access_time2021-07-30 20:00:57

დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.

 

ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის გამო პლანეტაზე მოკლე ვადით ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვია.

 

სულ უფრო მეტია იმის ნიშნები, რომ კაცობრიობამ კრიტიკული ზღვარი უკვე გადაკვეთა  – განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც ანტარქტიკის და გრენლანდიის მყინვარების დნობა – განაცხადა კვლევის ავტორმა, ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ რიპლმა.

 

მისი თქმით, მაჩვენებლების გაუარესება ცხადჰყოფს, რომ ეკოლოგიის მიმართ საყოველთაო ყურადღების მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა და ყველაფერი ძველებურადაა. ამაზე მეტყველებს ანომალური სიცხე, უკიდურესად ძლიერი ქარიშხლები და ტყის ხანძრები.

 

NASA–ს ინფორმაციით, 2020 წელს პანდემიის გამო ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში 15%–ით შემცირდა, რადგანაც ადამიანებმა საწვავის გამოყენება მკვეთრად შეამცირეს. ამერიკის ზოგიერთ შტატში მავნე ნივთიერებების გამოყოფა 25%–ით, ხოლო აზიის მსხვილ მეგაპოლისებში  2–კერ შემცირდა.

 


მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, სწორედ 2020 წელი გახდა დაკვირვების ისტორიაში დაფიქსირებულ 3 ყველაზე ცხელ წელიწადს შორის ერთ–ერთი. სამივე პერიოდს ადგილი 2015 წლის შემდეგ ჰქონდა.

 

სტიქიური უბედურებების რაოდენობის და სიმძიმის მკვეთრი ზრდის, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზის, მეთანის და აზოტის ზეჟანგის უპრეცედენტოდ მაღალი შემცველობა ცხადჰყოფს  – კაცობრიობა დენთის კასრზე ზის და ამ პრობლემას სასწრაფო მიხედვა სჭირდება.

 

პრიორიტეტი  სასათბურე გაზების, განსაკუთრებით მეთანის ატმოსფეროში გამოყოფის რადიკალური შემცირება უნდა გახდეს.

 

„თანაც, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ გლობალურ დათბობას, როგორც ცალკე პრობლემას – ის სტრესის მდგომარეობაში მყოფი დედამიწისთვის ერთ–ერთი, მაგრამ არა ერთადერთი პრობლემაა. კლიმატური ცვლილებების წინაამღდეგ მიმართულმა პოლიტიკამ მთავარი უნდა მოახერხოს  –  ადამიანის მიერ პლანეტის რესურსების ჭარბი მოხმარება უნდა შეწყვიტოს",  – მიიჩნევს რიპლი.

კვლევის თანახმად, ამ დროისთვის დედამიწაზე 4 მლრდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბინადრობს და ძროხების და სხვა ცხოველების მიერ სასათბურე გაზების ატმოსფეროში გამოყოფის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ავტოტრანსპორტის მიერ დატოვებული კვალი.

 

ბრაზილიაში ამაზონის ტყეების დანაკარგმა 12–წლიან მაქსიმუმს 2020 წელს მიაღწია, როდესაც 1,1 მლნ ჰექტარზე ტყეები გაიჩეხა.

 

dailymail.co.uk

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up