Daily Mail: დისტანციური მუშაობა შრომის ეფექტურობას ზრდის

Daily Mail: დისტანციური მუშაობა შრომის ეფექტურობას ზრდის

access_time2020-05-13 20:00:33

დისტანციური მუშაობა შრომის ეფექტურობას ზრდის - კანადაში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მესამედი ონლაინ მუშაობის პირობებში შრომის ხარისხის მკვეთრ ზრდაზე საუბრობს.სადღეისოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელს მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი დისტანციურად, ხელმძღვანელობისგან ყოველგვარი კონტროლის გარეშე მუშაობს. ეს ახალი და ძალიან უჩვეულო რეალობაა, თუმცა, დამსაქმებლებს სანერვიულო არაფერი აქვთ. ბიზნესისთვის ასეთი მოცემულობა ზოგჯერ უარესი,ზოგჯერ კი უკეთესია.


ახალ პირობებთან და სახლიდან მუშაობასთან ადაპტირების საკითხებზე, მკვლევარებმა 1600-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. მათმა მესამედმა დისტანციური მუშაობა ჩვეულებრივზე ეფექტურად ჩათვალა.რესპოდენტების აზრით, სახლში ყოფნისას მათ საკუთარი დროის და შესრულებული სამუშაოს მოცულობის უკეთესი გაკონტროლება შეუძლიათ.თუმცა, განსხვავებული აზრიც არსებობს - ისინი ვინც თავს იზოლირებულად გრძნობს და ვისი სამუშაოც სხვებთან ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული, დისტანციურ შრომას ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევს.


პანდემიის დაწყების შემდეგ, ბევრმა კომპანიამ თავის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა სთხოვა. შესაძლოა, მათ თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობის საკითხი აწუხებთ, თუმცა, მონრეალის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მათი წუხილი უსაფუძვლოა. მკვლევარების აზრით, დისტანციური მუშაობა ბიზნესისთვის პირიქით, სასარგებლოა.


გამოკითხვაში მონაწილე 1600 რესპოდენტიდან 75% ქალია, 25%- კი მამაკაცი, 85%- დაახლოებით 40 წლისაა, 85% აქვს უმაღლესი განათლება, 70% საჯარო და ნაწილობრივ საჯარო სტრუქტურებში მუშაობს.გამოკითხულთა ნახევარი დაოჯახებულია, შესაბამისად, დისტანციურად მუშაობის დროს, გვერდით შვილები და მეუღლეები ჰყავს.კვლევის თანაავტორის ტანია საბას თქმით, ქალების და კაცების აზრი ამ საკითხში ერთიანია.


„არასწორია აზრი, თითქოს ონლაინ მუშაობას პრიორიტეტს ძირითადად ქალები იმის გამო ანიჭებენ, რომ ასეთი რეჟიმი მათ ოჯახური ცხოვრების და სამუშაოს დაბალანსების საშუალებას აძლევს. ეს მხოლოდ ერთი მხარეა, სხვა ფაქტორებიც არსებობს“ - განაცხადა მან.



მათ შორის, ვისაც დისტანციური მუშაობა მოსწონს, უმეტესობა 40 წელზე უფროსია. ისინი ოჯახურ მოვალეობებზე ნაკლებ დროს ხარჯავენ. მათი აზრით, ონლაინ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შრომითი დატვირთვა გაიზრდა, თუმცა, ამავე დროს მათ საკუთარი დროის და შესრულებული სამუშაოს ოდენობის ბევრად უფრო ეფექტური გაკონტროლება შეუძლიათ.


„ჯერ ერთი, ხდება დროის სერიოზული ეკონომია - ადამიანების სამსახურში წასვლაზე და სამსახურიდან სახლში დაბრუნებაზე უამრავ დროს ხარჯავენ. დისტანციური მუშაობის დროს მათ ამ დროის დაზოგვა შეუძლიათ . ეს არ არის 10-15 წუთი დღეში. დიდ მეგაპოლისებში ამაზე 1-1, 5 საათი იხარჯება. გარდა ამისა, თავად სახლიდან მუშაობა ნაკლებად დამღლელია, იმიტომ რომ თანამშრომლებს თავისუფალი დროის გაცილებით უფრო ნაყოფიერად გამოყენება შეუძლიათ. ჯამში, ეს ფაქტორები შესაძლოა დისტანციური შრომის ეფექტურობის ზრდას ხელს მართლაც უწყობდეს“ - მიიჩნევს ტანია საბა.


თუმცა, არსებობს განსხვავებული პოზიციებიც. მკვლევარებმა დისტანციური მუშაობით უკმაყოფილო თანამშრომლებიც აღმოაჩინეს. „უკმაყოფილოები არიან ისინი ვინც თავს იზოლირებულად და გადაწყვეტილებების მიღებისგან დაშორებულად მიიჩნევენ. მათი აზრით, პირიქით, დისტანციური რეჟიმი შრომის ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს. დიდხანს მარტოობაში მუშაოდა ბევრს უჭირს“ - თვლის მკვლევარი.


ბოლოს და ბოლოს პანდემია დასრულდება  და თანამშრომლები ოფისებში დაბრუნებას დაიწყებენ, თუმცა, 40%-ს სახლში დარჩენა ურჩევნია.


წყარო: dailymail.com.uk

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up