Daily Mail: ადამიანის სიცოცხლის ბუნებრივი ხანგძლივობა 38 წელია

Daily Mail: ადამიანის სიცოცხლის ბუნებრივი ხანგძლივობა 38 წელია

access_time2019-12-21 16:00:42

ასე თვლიან ავსტრალიის მეცნიერების ეროვნული სააგენტოს ბიოლოგები, რომლებმაც მიიღეს ეს შედეგი დნმ-ის სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე.

 

მათ შეიმუშავეს კომპიუტერული გენეტიკური მოდელი, რომელსაც შეუძლია ყველა ცოცხალის არსებების, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების, სიცოცხლის მაქსიმალური ხანგძლივობის დადგენა.

 

ადამიანის გენომის კვლევამ აჩვენა, რომ ჰომო საპიენსთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი შეადგენს სულ რაღაც 38 წელს, რაც ასევე ემთხვევა თანამედროვე ადამიანების  ადრინდელი პერიოდში სიცოცხლის ხაგძლივობის ანტროპოლოგიურ შეფასებებს.

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნეანდერტალელები, და დღევანდელი ადამიანების უშუალო წინაპრები კრომანიონელები, საშუალოდ ცხოვროდნენ 37.8 წელი.

 

მიზეზი, რომლის გამოც დღეს ადამიანი ცხოვრობს გაცილებით დიდხანს, ვიდრე ეს ჩადებულია გენეტიკით, არის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და მედიცინის განვითარება.

 

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს სხვა ცხოველები - როგორც არსებული, ასევე გადაშენებული.

 

აღმოჩნდა რომ ყველაზე დიდხანს ცხოვრების შანსი აქვს გრენლანდიის ვეშაპს - 268 წელი, 60 წლით მეტი, ვიდრე ითვლებოდა ადრე.


 

ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ვეშაპი ცხოვრობს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც მოგზაური ჯონ კუკი ჩავიდა ავსტრალიაში, და დედოფალი ვიქტორია დაეუფლა ბრიტანეთის სამეფო ტახტს.

 

ამან ასევე შესაძლოა ახსნას ის ფაქტი, რომ 2007 წელს გრენლანდიელმა ესკიმოსებმა აღმოაჩინეს ვეშაპი, რომლის სხეულშიც გაჭედილი იყო მე-19 საუკუნეში დამზადებული შუბის ნაწილი.

 

მეცნიერებმა დაადგინეს სიცოცხლის ბუნებრივი ხანგძლივობა ქიმიური პროცესით, რომელსაც შეუძლია ჩართოს ან გამორთოს გენები. ცოცხალი არსებების დაბერების პროცესში, მათი მექანიზმის იშლება, გარკვეულ გენებში ჩნდება შეცდომები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია გარდაცვალების ასაკის დადგენა.

 

პროფესორმა ბენჯამინ მეინმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ცოცხალი არსებების 252 სახეობის გენეტიკა, და გამოავლინეს 42 გენი, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგძლივობასთან.

 

მკვლევარების აზრით, ამ მაჩვენებლის დადგენა მნიშვნელოვანია ბიოლოგიური უსაფრთხოების შენარჩუნების და ველური ბუნების მართვისთვის.

 

ავსტრალიელი მეცნიერების მიერ გამოყენებული მეთოდი გაცილებით უფრო ზუსტია ვიდრე წინამორბედები, რომელთა შემადგენელი ნაწილი იყო ცხოველებზე დაკვირვება ბუნებრივ გარემოში - ეს საჭიროა იმისთვის, რომ დადგინდეს ამა თუ იმ ცხოველების გაქრობის რისკი.

 

„არსებობს რამდენიმე გენი, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგძლივობასთან, თუმცა, ჩვენი აზრით, ისინი ვერ ხსნიან განსხვავებას  ცოცხალი არსებების სხვადასხვა სახეობების შორის. ჩვენი აზრით, სიცოცხლის მაქსიმალური ბუნებრივ ხანგძლივობას განსაზღვრავს დნმ-ს ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მეტილირებას. ის არ ცვლის გენების თანმიმდევრულობას, თუმცა, აკონტროლებს მას“ - ამბობს პროფესორი მეინი.

 

მისი თქმით, ცხოველთა 262 სახეობაზე ჩატარებულმა კვლევამ, 42 გენის შესწავლის საფუძველზე, მისცა მეცნიერების სიცოცხლის ბუნებრივი ხანგძვლივობის ზუსტი მაჩვენებლების დადგენის საშუალება.

 

„ეს ძალიან დაეხმარება ადამიანების სიბერესთან ბრძოლაში, რასაც აქვს უზარმაზარი ბიოსამედიცინო და ეკოლოგიური მნიშვნელობა“  - მიიჩნევს ავსტრალიელი პროფესორი.

 


თეგები:
Daily Mail



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up