Daily Mail: 5 ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც მეცნიერების აზრით, კორონავირუსისგან დაგიცავთ

Daily Mail: 5 ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც მეცნიერების აზრით, კორონავირუსისგან დაგიცავთ

access_time2021-01-04 20:00:28

ძალიან ბევრი თეორია არსებობს იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა დანამატები, ისეთები, როგორც ვიტამინები და მელატონინი, კორონავირუსით დაავადების რისკს ამცირებენ, თუმცა, კვლევების თანახმად, იგივეს თქვა რამდენიმე ჩვეულებრივ კვების პროდუქტზე შეიძლება, რომელიც თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.

 

 

1.თინუსი

 

 

ეს თევზი ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში, შემწვარიც, მოხარშულიც და კონსერვირებულიც. ის დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს,  ისეთებს როგორც ვიტამინი ბ-12 და ცილა ომეგა-13.

 

ჩინეთის ბოქსიას უნივერსიტეტში ამ პროდუქტის ვირუსზე ზემოქმედების შესწავლა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუწყეს. მკვლევარების აზრით, თინუსის ხორცი დიდი რაოდენობით ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას აფერხებენ. კერძოდ, ისინი ერთ-ერთ რეცეპტორთან ACE2-თან რეაქციაში შედიან - სწორედ ACE2 ასრულებს ვირუსისთვის ადამიანის ორგანიზმში შესვლისთვის აუცილებელ „კარიბჭის“ როლს.

 

სწორედ ამ რეცეპტორს უმიზნებს თავის ეკლებს და მოტყუებით აიძულებს მას შეუშვას ვირუსი ორგანიზმში, თინუსის ხორცში არსებული პეპტიდები აძლიერებენ ACE2-ს მდგრადობას. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდია და თინუსის ანტივირუსული თვისებები ჯერ მსოფლიოს მიერ აღიარებული არაა.

 

 

2. შავი შოკოლადი და ყურძენი

 

 

კვების ბევრი პროდუქტი, ისეთი, როგორც მწვანე ჩაი, ყურძენი, შავი შოკოლადი და ღვინო შეიცავს ქიმიურ შენაერთს - ფლანავოლებს.

 

აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ფლანავოლები კორონავირუსის მიერ გამომუშავებულ ფერმენტ Mpro -ს მნიშვნელოვნად ასუსტებს.

Mpro აუცილებელია ვირუსის გამრავლებისთვის, და მისი აქტიურობის შემცირების შემთხვევაში ვირუსი კვდება. არსებული პროდუქტებიდან ფლანავოლები ყველაზე მეტი სწორედ შავ შოკოლადში და ყურძენშია.


 

 

3.კეფირი

 

 

საუდის არაბეთის აბდულ რახმანის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ავტორიტეტულ მეცნიერულ გამოცემა Biomedicine & Pharmacotherapy-ში მათ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. მათი აზრით, კეფირს ანთების საწინაამღდეგო აგენტის როლის შესრულება და ამით დაავადების მიმდინარეობის შერბილება შეუძლია.

 

ეს პროდუქტი იმ ნაწილაკებს ასუსტებს, რომლებიც კორონავირუსის შეღწევის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ანთების განვითარებას  ხელს უწყობენ.

 

„რა თქმა უნდა, კეფირი კორონავირუსს არ მკურნალობს, თუმცა, შესაძლოა მის სიმწვავეს ამცირებდეს“ - მიაჩნიათ მკვლევარებს.

 

 

 

4. გრეიპფრუტი

 

 

 

მაიამის პულმანოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გრეიპფრუტს კორონავირუსის აქტივობის შემცირება შეუძლია და ეს საკითხი უკვე ოფიციალურ დონეზეა დაყენებული - გრეიპფრუტის თესლების საფუძველზე შექმნილი აეროზოლების მწარმოებლებმა აშშ-ს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანეს. კერძოდ, ისინი ამ აეროზოლის კორონავირუსის წინაამღდეგ ბრძოლის ჰიგიენურ საშუალებათა ნუსხაში შეტანას ითხოვენ.

 

„გრეიპფრუტის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ის კორონავირუსის ორგანიზმში შეღწევას ართულებს, და დაავადების უფრო რბილი ფორმით გადატანას ხელს უწყობს“ - მიიჩნევს კვლევის ერთ-ერთი ავტორი მარკოს სანჩესი.

 

 

5. ზღვის წყალმცენარეები

 

 

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, ირლანდიაში რესპირატორული დაავადებების წინაამღდეგ წითელ წყალმცენარეს კარაგინს იყენებდნენ. უელსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ პროდუქტის ბაზაზე სპეციალური სამკურნალო აეროზოლი შექმნეს, რომლის ცდებმაც დაადასტურეს, რომ მას კორონავირუსის სიმპტომების შერბილება შეუძლია.

 

ცდები დღესაც, ამჯერად ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ეგიდით, გრძელდება. სავარაუდოდ, კორონავირუსზე კარაგინის ზემოქმედების თაობაზე კვლევის საბოლოო შედეგები 2021 წლის მაისში გამოქვეყნდება.

 

„კარაგინის საფუძველზე შექმნილმა აეროზოლმა აქამდე ცნობილი კორონავირუსების წინაამღდეგ ეფექტურობა უკვე დაადასტურა, და თუ მისი ზემოქმედება კოვიდ-19-ზეც გავრცელდება, ეს პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკაში მნიშვნელოვან სიახლეებს შემოიტანს“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ზიტა ჯესოპი.

 

 

dailymail.co.uk

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up