Daily Mail: 21-ე საუკუნის ბოლოს ოკეანეები სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი გახდება

Daily Mail: 21-ე საუკუნის ბოლოს ოკეანეები სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი გახდება

access_time2021-09-05 20:00:08

კლიმატის ცვლილება ოკეანეების უპრეცედენტო ამჟავებას და დათბობას იწვევს, რაც  სავარაუდოდ, საუკუნის ბოლოს ოკეანეების ზედაპირის 95%-ში სიცოცხლეს თითქმის შეუძლებელს გახდის - ამის შესახებ  აშშ-ს ჩრდილოეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის კვლევაშია ნათქვამი.



მეცნიერების პროგნოზით, შესაძლებელია მოვლენათა განვითარების 2 მოდელი - ერთი სცენარის თანახმად 2050 წლამდე სასათბურე გაზების გამოყოფა გაიზრდება, თუმცა, შემდეგ კლებას დაიწყებს. მეორეს თანახმად, გაზების გამოყოფა ეტაპობრივად იზრდება და 2100 წლისთვის მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს.



პირველი სცენარის განვითარების შემთხვევაში ოკეანეების ზედაპირზე სიცოცხლის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების 36% უკვე  2100 წლისთვის გაქრება, თუმცა მეორე მოდელი ბევრად უფრო პესიმისტურია და საანგარიშო პერიოდში სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების 95% გაქრობას გულისხმობს.


ატმოსფეროში  CO2-ს შემცველობის ზრდა 2-3-ჯერ მაღალია, ვიდრე ბოლო 300 მლნ. წლის მანძილზე, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს პრობლემა შესაძლოა ცოცხალი არსებების მრავალი სახეობებისთვის ფატალური აღმოჩნდეს.


გარემოს ასეთი სწრაფი ცვლილება ნიშნავს იმას, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსთვის დღევანდელი კლიმატი არ იარსებებს, და ეს იქნება სრულიად ახალი კლიმატი. განსაკუთრებით მძიმე ეს ოკეანეებისთვის იქნება და ყველაფერი შეიცვლება.  ზედაპირული წყლების ტემპერატურა, მჟავიანობა, და მინერალების შემცველობა. 


განსაკუთრებით არაგონიტის, რომელსაც წყალქვეშა არსებების ძვლების და ნიჟარების ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

ცოცხალი არსებების ის სახეობები, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებულები დღევანდელ კლიმატზე, ან ახალ პირობებთან ადაპტირება, ამ გადაშენება მოუწევთ -ამბობს კვლევის ავტორი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი კეტი ლოტერჰოსი.


ზღვის ბინადრები,   რომელიც ოკეანეს წლის ზედა ნაწილში ცხოვრობენ, ახალ, გაუარესებულ პირობებთან ადაპტირებას მოახერხებენ, პირველ რიგში ოკეანეებს შორის მუდმივი მოძრაობის გზით.


გარკვეული დროის მანძილზე ეს მათ წყლების დათბობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას მისცემს, თუმცა, მხოლოდ გარკვეული დროით. მაგრამ არც ეს იქნება მუდმივი და საიმედო გზა გადარჩენისკენ  - მომავალში მათ ამის შესაძლებლობები შეუმცირდებათ იმის გამო, რომ თითქმის მთელი ოკეანე ერთნაირად დათბება და დამჟავდება.


„უკვე დღეს ბევრმა სახეობამ დასახლების არეალი წყლის დათბობის გამო შეიცვალა, და ამგვარი ცვლილებების პროცესი ათწლეულების მანძილზე დინამიკურად გაგრძელდება. მთავრობები ვალდებულები იქნებიან თვალი ადევნონ იმ სახეობებს, რომლებიც ოკეანეს წყლის ზედა ფენებში ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში მსოფლიო ოკეანეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ, რომ მავნე გამონაბოლქვები, რომლებიც დათბობას და შემდგომ წყლის დამჟავებას იწვევენ  შემცირდეს, და პერსპექტივაში საერთოდ შეწყდეს“ - ამბობს ლოტერხოსი.


მისი თქმით, დრო ჯერ კიდევ არის - კაცობრიობა ოკეანეების განადგურების მხოლოდ საწყის სტადიაზე იმყოფება, თუმცა, თუ არაფერი შეიცვალა, საბოლოო ჯამში ოკეანეს სიკვდილი გარდაუვალი იქნება.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

წყარო: Dailymail.co.uk




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up