Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

access_time2021-04-10 18:05:44

ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.


თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.


საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა ისეთ საკითხებში, როგორც პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, უნგრეთში ავტორიტარული მმართველობის ნიშნების გაძლიერება, აბორტების აკრძალვა პოლონეთში, ახალი წევრების მიღების საკითხი და ევროპული ექსპანსიის ფარგლები.


სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - სად, და როდის უნდა შეჩერდეს ევროკავშირის გაფართოვება? სად გადის ევროპის საბოლოო საზღვარი?


ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ, რომ კრემლის სტრატეგიულმა პროექტმა - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-მა, ერთმანეთს გერმანია და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანა დაუპირისპირა.


მეტიც, ზოგადად ევროკავშირის ურთიერთობები რუსეთთან თავისთავად დამატებით დაძაბულობას იწვევს - ზოგიერთი ქვეყანა მოსკოვთან თანამშრომლობის მომხრეა, ზოგი კი პირიქით, პუტინის ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.



არის თუ არა ევროკავშირი რუსეთის მეტოქე, თუ მათ ერთად მუშაობა შეუძლიათ? სიტუაციას ისიც ართულებს, რომ რამდენიმე დღის წინ პუტინმა ხელი კანონს მოაწერა, რომელიც მას პრეზიდენტად 2036 წლამდე დარჩენის უფლებას აძლევს.


ამ ვითარებაში შეუძლებელია არ გაჩნდეს საკითხი ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.


ახალი კანონი პუტინის წინა ვადებს ანულებს, და ათვლის წერტილი 2024 წელს, მისი დღევანდელი ვადის ამოწურვის შემდეგ იწყება. ეს შესწორება კონსტიტუციაში რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ მოიწონა.


შესწორება 68 წლის პუტინს 83 წლამდე პრეზიდენტად დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. ეს მაშინ, როდესაც ამჟამად ის რუსეთის სახელმწიფოს მეთაურია მეოთხე ვადითაა.


სავარაუდოდ, სულ უფრო ჩაკეტილი და ავტორიტარული რუსეთი ევროკავშირის თავის ტკივილად კიდევ დიდხანს დარჩება.


კიდევ ერთი პრობლემური ქვეყანა, რომელმაც შესაძლოა ევროკავშირში მორიგი განხეთქილება გამოიწვიოს- თურქეთია, რომელიც წლების მანძილზე ევროკავშირში გაწევრიანებას ამაოდ მოითხოვს.


ამ საკითხზეც ერთიანი აზრი არ არსებობს. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებზე - მაგალითად, უკრაინაზე, რომელიც პირველ ეტაპზე ნატოს, ხოლო პერსპექტივაში ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის. ევროპამ არც აქ იცის რა მოიმოქმედოს, და ოფიციალურ კიევს რა უპასუხოს.
ასევე არაერთგვაროვანია ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია ბელარუსისადმი - ქვეყნების ნაწილი ლუკაშენკოს წინაამღდეგ სანქციების მომხრეა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა მინსკელ დიქტატორს ხელი არ უნდა ჰკრას, და მასთან თანამშრომლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.


Express.co.uk


თენგიზ აბლოთია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up