ახალგაზრდული კონკურსი „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“

ახალგაზრდული კონკურსი „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“

access_time2019-11-20 11:11:33

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული კონკურსი „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“.


კონკურსში მონაწილეობა ოცდათხუთმეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო და შერჩეულ ოთხ მონაწილეს ახალგორიდან, ქვემო ალვანიდან, რუსთავიდან და თბილისიდან გადაეცათ ჯილდოები ოზონის შრის შესახებ საუკეთესო ესეებისა და “ატმოსფერული ჰაერის დაცვის” შესახებ ვიდეომიმართვების მომზადებისათვის.


„ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეების მოლოდინია, რომ მწვანე და უსაფრთხო სამყაროს დავუტოვებთ. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების მიმართულებით, თუმცა მომავალში მეტად უნდა ვიზრუნოთ გარემოსდაცვით განათლებაზე, ცხოვრების მწვანე წესის შემოღებაზე, წარმოებისა და მოხმარების მდგრადი პრაქტიკის დანერგვაზე“ - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.


გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ლუიზა ვინტონი, საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელიც ესწრებოდა. „ახალგაზრდების ენთუზიაზმმა ჩვენი პლანეტის დაცვის საქმეში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კონკურსის მონაწილეები საკუთარ გადაწყვეტილებებს ეძებენ ცხოვრების მწვანე წესისა და მდგრადი მოხმარების საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი თავის სათქმელს ოჯახებამდე, მეგობრებამდე და მთლიანად საზოგადოებამდე მიიტანს“ - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.


აღნიშნული ახალგაზრდული კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2019 წლის 16 სექტემბერს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები, რომლებშიც 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრების შედეგად 35-მა მეათეკლასელმა გადაწყვიტა ესეებისა და ვიდეომიმართვების კონკურსში მონაწილეობა და საკუთარი სიტყვის თქმა ოზონის შრის დასაცავად.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდულ კონკურსი „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“. კონკურსში მონაწილეობა ოცდათხუთმეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო და შერჩეულ ოთხ მონაწილეს ახალგორიდან, ქვემო ალვანიდან, რუსთავიდან და თბილისიდან გადაეცათ ჯილდოები ოზონის შრის შესახებ საუკეთესო ესეებისა და “ატმოსფერული ჰაერის დაცვის” შესახებ ვიდეომიმართვების მომზადებისათვის.


„კომერსანტი“





„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან
access_time2020-02-21 12:29:41
„გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს“- ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება "ნებისმიერ ფასად არ ღირს". 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე რეკორდული...

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები
access_time2020-02-20 20:00:11
კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს...

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია
access_time2020-02-20 17:00:17
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებს და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მონიტორინგი 2017 და 2018 წლების პერიოდს მოიცავს და აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, დარღვეულია მძღოლების ზეგანაკვეთურად მუშაობის ზედა ზღვარიც (48სთ).   უმაღლეს აუდიტორულ  ორგანოში ამბობენ, რომ 2017...


მსგავსი სიახლეები

up