დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე! -  “ირაოს” მწვანე პოლიტიკა და სამომავლო გეგმები

დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე! - “ირაოს” მწვანე პოლიტიკა და სამომავლო გეგმები

access_time2022-11-25 10:00:49

დედამიწის ეკოსისტემაზე ადამიანის მავნე ზემოქმედების ზრდასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება ბიზნესის მართვის ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მოდელების დანერგვა. მსოფლიო მასშტაბით წარმატებული და მოწინავე ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ  აამაღლონ ცნობიერება გარემოს დაცვის პრაქტიკასთან თავიანთი ბიზნესის ადაპტირებით, რათა გაიზიარონ პასუხისმგებლობა ბუნებრივი რესურსების სათანადო მართვასა და გარემოს მენეჯმენტზე.


კომპანიების მხრიდან გარემოს დასაცავად მცირე ძალისხმევასაც კი შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს სხვებზე, შეამციროს დაბინძურება და წვილი შეიტანო  უსაფრთხო და ჯანმრთელი პლანეტის დაბრუნებაში.



დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ფასეულობების მქონე ორგანიზაცია, ყოველწლიურად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს გარემოზე ზრუნვის მიმართულებით.


„ირაოს“ ეკომეგობრული გუნდი 2022 წელსაც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.


არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის დახმარებით კომპანიაში დაინერგა ახალი, ქცევის ცვლილების მიდგომაზე დაფუძნებული პროექტი „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება თბილისის ოფისებში“.  პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ირაოს თანამშრომლებისთვის, რომელიც ეხებოდა გლობალურ დათბობას, კლიმატის ცვლილებას, ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებას, ნარჩენების მართვასა და არსებულ გამოწვევებში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი როლის გააზრებას. ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა პრაქტიკული მწვანე აქტივობებითაც გამყარდა: თბილისის ოფისის ყველა თანამშრომელს ინდივიდუალური მოხმარებისთვის მრავალჯერადი წყლის ბოთლები გადაეცათ; ოფისში განთავსდა მრავალჯერადი მოხმარების ჩანთები და პლასტმასის დახარისხების ურნები; მოხდა საკანცელარიო ნაგვის ურნების რაოდენობის ოპტიმიზაცია, რამაც წლის განმავლობაში  პოლიეთილენის პარკების მოხმარება 33 000-ით შეამცირა; ეკოცნობიერების კიდევ უფრო ასამაღლებლად და პოპულარიზაციისთვის ჩატარდა კონკურსი „#მწვანეთანამშრომელი“.




ირაოს ეკომეგობრული გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოები აქტიურად შუქდებოდა კომპანიის შიდა სოციალურ ქსელში და ოფისის ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ბანერებზე, რის შედეგადაც თანამშრომელთა ჩართულობა და ეკოპროექტებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.


ირაოს გუნდმა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეებისთვისაც გადაწყვიტა, რომელთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დედამიწის ეკოსისტემის გადასარჩენად. ირაოს  მოხალისეებმა მოამზადეს საინტერესო მასალები, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები და  300-მდე მოსწავლეს ჩაუტარეს გაკვეთილები გარემოს დაცვაზე. გაკვეთილების ბოლოს კი ბავშვები დაჯილდოვდნენ გარემოს დაცვის ჩემპიონის სერტიფიკატებით. შეხვედრებზე ბავშვების მხრიდან გამოვლენილი აქტიურობა და დადებითი განწყობა პროექტის მონაწილეთათვის კიდევ უფრო დიდი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.


გარემოს დაცვის საკითხებში კიდევ ერთ თანამოაზრესთან - საქართველოს დამლაგებელთა გილდია „სადაგთან“ ერთად, ბუნებაზე ზრუნვით დაინტერესებულმა ირაოელებმა დასუფთავების სამუშაოებშიც მიიღეს მონაწილეობა: ერთობლივი ძალისხმევით, ხალისითა და ენთუზიაზმით კასპის მიმდებარე ტერიტორია მავნე ნარჩენებისგან გაათავისუფლეს.


„ირაოს“ ეკომეგობრული გუნდი სამომავლოდაც გააგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტების დანერგვას: ქაღალდის მოხმარების შესამცირებლად აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლის სამუშაოები. 2023 წლიდან იგეგმება ხელშეკრულებების, პოლისებისა და სხვა საქმიანი დოკუმენტაციის წარმოების თითქმის სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. პლასტმასას შემცირების მიზნით, 100%-ით ელექტრონულ პოლისებზე გადასავლა, რაც წლიურად დაახლოებით 50 000-მდე პოლისს უდრის. ასევე,  გაგრძელდება უკვე განხორციელებული გარემოს დაცვის პროექტების მხარდაჭერა და განვითარება.


,,ჩვენი ქცევით და მაგალითებით გვინდა, რომ უფრო მეტად წავახალისოთ გარემოსდაცვითი აქტივობები და მეტი სტიმული მივცეთ სხვა ადამიანებს და კომპანიებსაც ჩაერთონ ამ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში. რაც მთავარია, შევქმნათ ეკონომიკური სიკეთე დღეს ისე, რომ ეს არ მოხდეს ხვალინდელი დღის ხარჯზე“- აცხადებს „ირაოს“ გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე.



მართლაც, გარემოს დაბინძურების გლობალური პრობლემების ფონზე თითოეული ადამიანის ქცევის მცირედი წვლილიც კი გადამწყვეტია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქცევის მცირე ცვლილებას ინდივიდის დონეზე, რომელიც შეიძლება უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს, გააჩნია ძალიან დიდი ძალა და ეფექტი კოლექტიურ დონეზე. დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაოს“ მაგალითზეც კარგად ჩანს, რომ დამსაქმებლების მხრიდან გარემოს დაცვის პროექტებისადმი ინტერესის გამოჩენა და თანამშრომლებისთვის ჩართულობის წახალისება ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია დედამიწის ეკოსისტემის გამოწვევებთან საბრძოლველად.



(R)




მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up