რა წესების დაცვით  მიიღებენ დამსვენებელს ქობულეთის საოჯახო სასტუმროები

რა წესების დაცვით მიიღებენ დამსვენებელს ქობულეთის საოჯახო სასტუმროები

access_time2020-06-17 12:30:34

ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების ფარგლებში 15 ივნისიდან გაიხსნება.იცავენ თუ არა მცირე  და საოჯახო ტიპის სასტუროები რეგულაციებს, მათ საქმიანობას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის ინსპექტორები შეამოწმებენ. სივრცეების  შემოწმების უფლება საპატრულო პოლიციასაც შეეძლება.

 

 „კომერსანტთან“ საუბრისას  ქობულეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო „რეიამის“ მფლობელის თქმით, სასტუმრო 20 ივნისიდან გაიხსნება და რეგულაციის ყველა წესს დაიცავს.

 

 „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეგულაციებს ვითვალისწინებთ.  პირადად მე 20 ივნისისთვის ვაპირებ სტუმრების მიღებას. დღეის მდგომარეობით,  სასტუმროში ჩატარებული გვაქვს დეზინფექცია. აუცილებლად ვაპირებთ დისტანციის დაცვას და ამას მკაცრად გავაკონტროლებ.  ერთი ვიზიტორის სტუმრობის შემდეგ სანამ ნომერს შემდეგი სტუმარი დაიკავებს ოთახი სველი წესით დასუფთავდება და გაიწმინდება სპეციალური ხსნარით. რაც შეეხება შემოწმებას, ჩემი ინფორმაციით, ამის უფლება აქვს როგორც საპატრულო პოლიციას, ასევე იმ უწყების ინსპექტორებს, ვისაც უშუალოდ ევალება ეს საქმე. ჩემი სასტუმრო მზადაა და ნებისმიერ დროს მზად ვართ შემოწმებისთვის“-აცხადებენ სასტუმრო „რეიამში“. 

 


 

ადგილობრივი ტურიზმის  განახლების პარალელურად, გაიხსნება  საოჯახო სასტუმრო „პარკ ავენიუც“. სასტუმროს მეპატრონე „კომერსანტთან“  საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ვინ შეამოწმებს მათ მიერ გატარებულ რეფორმას.


„ვემზადებით გახსნისთვის,  სტანდარტული რეგულაციის ყველა წესს ვიცავთ. გვაქვს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და ხელის სპეციალური ხსნარები. ოთახები დამუშავებული გვაქვს სპეციალური ხსნარით და ამ მეთოდით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება შემოწმებას, ვინ შეგვამოწმებს ვასრულებთ თუ არა რეგულაციებს ჯერ ჩემთვის უცნობია“,-განაცხადეს საოჯახო სასტუმრო „პარკ ავენიუში“.  



ნათია ლომიძე 


თეგები:
ქობულეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up