დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-24 15:00:50

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარტიის სხვა ლიდერებიც, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.


ღონისძიებას დისტანციურად ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა. მისი განცხადებით, ლელო არამარტო კორონავირუსს დაასრულებს, არამედ იმ ინფიცირებულ მთავრობას, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია.

უნდა დავასრულოთ ქართული ოცნება, რომელმაც ქვეყანა გააჩერა და დაუკარგა პერსპექტივა. მან ამ წლებში შექმნა მხოლოდ სიღარიბე და უიმედობა, რასაც ერთ კვირაში ლელო ქართველ ამომრჩეველთან ერთად დაასრულებს. ზუსტად სამეგრელოშია ქვეყნის გაერთიანების გასაღები, ცვლილებები ამ რეგიონიდან უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს მეგრელი კაცის გაძლიერებითა და უზრუნველყოფით. ამას მალაპარაკებს ანაკლიის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების გამო შეჩერდა. ჩვენ ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. მათ ჩვენს ხალხს დაუკარგეს სამუშაო ადგილები, რაც დანაშაულია. დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ,-განაცხადა ხაზარაძემ.


ზუგდიდში ადგილობრივებს სიტყვით ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა და მათ მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.


დღეს ჩვენ წარვადგინეთ სამი ძალიან ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი სამეგრელოში, გამორჩეული კანდიდატები თავიანთი შესაძლებლობებით, ცოდნით, პატრიოტიზმით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ფეხზე დადგომაში. ქვეყანა ყველა კუთხით არის დასუსტებული, ამის გამოსწორებას ბევრი მუშაობა სჭირდება. ამიტომ არჩევნების მეორე დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და სამეგრელოში მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენი კანდიდატები არიან გამორჩეული, სამართლიანი და პროფესიონალი ადამიანები და იმედი გვაქვს, მიიღებენ დიდ მხარდაჭერას არჩევნებში. ხალხმა იცის, რომ ლელო
ქვეყანაში მდგომარეობას გააუმჯობესებს, როგორც კი ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამიტომ ის შემოწირულობაც, რასაც პარტია იღებს, შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ბედი საგრძნობლად შეიცვლება,- განაცხადა ჯაფარიძემ.



ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა. მისი თქმით, ლელო არის პარტია, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს.


მე ვცხოვრობ ზუგდიდში და ვიცი, რომ რეგიონში სერიოზულად დგას უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემა. ამიტომაც ჩემთვის მთავარი მიზანი ამის აღმოფხვრაა. ლელოს მარშალის გეგმით და ეკონომიკის რეკონსტრუქციის პროგრამით ანაკლიის მრავალწყლოვანი პორტი არის ერთადერთი აპრიორი. ჩვენს ხალხს სჭირდება სიღარიბიდან ამოსვლა, სჭირდება რეალური შემოსავალი და გარანტირებული სამუშაო ადგილი, აი ეს არის ლელოს მიზანი და ეს ხალხიც არის დასტური იმისა, რომ ეს გეგმა არის სიცოცხლისუნარიანი, არის მიმართული გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენ არჩევნების დღეს 56 ნომრის შემოხაზვით დავაფიქსირებთ,-განაცხადა ახვლედიანმა.


წალენჯიხა, ჩხოროწყუ, აბაშა მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანიას თქმით, რეგიონში საკმაოდ მწვავე პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ რესურსი არსებობს რომ მოსახლეობამ იცხოვროს კარგად, ამისთვის არაფერი დღემდე არაფერი კეთდებოდა. ბელქანიამ ისიც აღნიშნა რომ თავად იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ხმა პარლამენტში.


ყოველთვის ვიცოდი ჩემს რეგიონს რა პრობლემებიც აწუხებდა, მაგრამ ახლა უფრო სიღრმისეულად შევისწავლე ის. რეგიონის ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა რომელიც აერთიანებს ამ ხალხს, ასევე არ აქვს წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია. ხელმისაწვდომი არ არის არც განათლება, რადგან არ აქვთ ინტერნეტი და განათლების მინისტრი ტყუის როდესაც ამბობს რომ ეს ნაწილი რეგიონში მოწესრიგებულია. რეგიონს აქვს როგორც ადამიანური ასევე ბუნებრივიც. ამ რეგიონის ერთადერთი ხსნა არის ანაკლიის პორტი, რომელსაც დაასრულებს ლელო და მიიყვანს ბოლომდე,- განაცხადა ბელქანიამ.


NS

თეგები:
ლელო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up