დაგვიანებული რეაგირების გამო თბილისში 20 000-ზე მეტი ხე ვერ გადარჩა

დაგვიანებული რეაგირების გამო თბილისში 20 000-ზე მეტი ხე ვერ გადარჩა

access_time2021-04-20 10:00:18

პეკინის გამზირი, ჟვანიას მოედანი, ვაკის პარკი, იპოდრომის ყოფილი ტერიტორია,  მთაწმინდის ფერდი - ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია სადაც ზეხმელი და დაავადებული ხეები მოიჭრა. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ჯამში 20 000-ზე მეტი მცენარე მოჭრა. მაშინ, როცა ეკოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა საქართველოში ვერ მოხერხდა. მწვანე პოლიტიკა პრიორიტეტი მხოლოდ კახა კალაძის მერიისთვის აღმოჩნდა, თუმცა ფიჭვების გადარჩენა უკვე შეუძლებელია.

 

ქალაქში არსებულ მცენარეთა მდგომარეობა კიდევ ერთხელ ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში შეისწავლეს. ფონდ „განვითარება და გარემოს“ სპეციალისტებმა ნიმუშები კანადაში, გელფის უნივერსიტეტში გადაგზავნეს.

 

ფონდ „განვითარება და გარემო“-ს აღმასრულებელი დირექტორი გოჩა კობერიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხეების გადარჩენა უკვე შეუძლებელია. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები დედაქალაქის წინა მთავრობებსაც, რომ გადაედგათ თბილისში, ეკოლოგიური თვალსაზრისით დღეს სხვა სურათი იქნებოდა. გოჩა კობერიძე ამბობს, რომ დღეს სანიტარიული ჭრის გარდა სხვა გამოსავალი აღარ არსებობს, რადგან მცენარეების მკურნალობა დაგვიანებულია.

 


„ფიჭვის საშუალო ასაკი 100 – 120 წელია, იმ ხეებს არ მიეკუთვნება რომლებიც 400 – 500 წელი ცოცხლობენ. როდესაც ხელოვნურად რგავ მისთვის არა ბუნებრივ გარემოში, მათი სიცოცხლის უნარიანობა დაახლოებით 50-60 წელია. 90 - იან წლებში როდესაც ეს ხეები დაირგო, მაშინ უნდა გვემოქმედა, მერია და სახელმწიფო სხვა სტრუქტურები აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ და მოვლა - ჩანაცვლება დაეწყოთ, მაგრამ 90 - იან წლებში ტყე და ხე ვის ახსოვდა? ამან შედეგი გამოიღო და დღევანდელი რეალობა მივიღეთ. ჩვენ ვცდილობთ კონკრეტულ ადგილებში ხეები კი არ გადავარჩინოთ, არამედ სიცოცხლე გავუხანგრძლივ​ოთ. დღევანდელ თბილისის მერიას სხვადასხვა საკითხებში ხშირად ვაკრიტიკებთ, მაგრამ ამ საკითხში მათ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ იქედან გამომდინარე, რომ მათ შედეგი უკვე დახვდათ. რაც უფრო ადრე დაიწყებოდა ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა დღეს. ყველა გარემოს დამცველისთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც იგებს, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ათასი ხე იჭრება, თუმცა სხვა გზა არ არის“, - განაცხადა გოჩა კობერიძემ.

 

გოჩა კობერიძე გვიყვება, რომ დღევანდელი რესურსებით ყველა დაავადებული ხის მოჭრა შეუძლებელი, თუმცა ამბობს იმას, რომ ეტაპობრივად ყველა გამხმარი მცენარე მოიჭრება. მისი თქმით, ქმედითი ნაბიჯებია სასწრაფოდ გადასადგმელი, რათა დაავადება სხვა სახეობის მცენარეებს- კვიპაროსებს, კედრებს და ტუიებს არ გადაედოთ.  

 

„მუსირებს აზრი, რომ დაშვებული იქნა შეცდომა როდესაც ფიჭვი იყო არჩეული და დარგული. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ არანაირ შეცდომაზე არაა საუბარი. პროექტის ერთ-ერთი ავტორი ნიკო კეცხოველი იყო, მგონი არასწორია ვისაუბროთ, რომ მას რამე შეეშალა. იმ პირობებში ფიჭვების დარგვა იყო საუკეთესო გამოსავალი, რადგან პრაქტიკულად იქ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა ხე-მცენარეები ვერ გაიხარებდა. თავისი შედეგი გამოიღო, გარკვეული ჰუმუსური ფენა შექმნა, რაც კარგად უნდა გამოვიყენოთ და სხვა სახეობებით ჩავანაცვლოთ“, - აცხადებს გოჩა კობერიძე.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up