„სწორი ნაბიჯი თუ კონტრაბანდის ზრდის საფუძველი“- რას ფიქრობენ თამბაქოს სექტორში გასახვევი თუთუნის დაბეგვრაზე

„სწორი ნაბიჯი თუ კონტრაბანდის ზრდის საფუძველი“- რას ფიქრობენ თამბაქოს სექტორში გასახვევი თუთუნის დაბეგვრაზე

access_time2019-09-23 10:00:05

„ძალიან დაგვიანებული გადაწყვეტილებაა .ბიუჯეტმა  უკვე ძალიან დიდი ზარალი ნახა. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ სექტორი საჭიროებდა სწორ რეგულირებას იმისთვის, რომ ეს ხარვეზი რაც საკანონმდებლო კუთხით არსებობდა თამბაქოს ბაზარზე ადრე თუ გვიან უნდა აღმოფხვრილიყო. კანონიერმა იმპორტიორებმაც ამით იზარალეს რა თქმა უნდა - ასე ეხმიანება Japan Tobacco International-ის კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებას გასახვევი თამბაქოს დაბეგვრასთან დაკავშირებით.


როგორც ცნობილია, პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს.იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება.


აუცილებელია ამ საკითხის მოწესრიგება, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავრი აქციზური საქონელი არ იბეგრება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს მოხდა თამბაქოს აქციზის ზრდა ფილტრიან იმპორტირებულ სიგარეტზე და ასევე, გაიზარდა აქციზი ე.წ. ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე, რის გამოც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა ასაწონ თამბაქოზე, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრებოდა. მისივე თქმით, დაბეგვრა  იქნება ზომიერი ისე, რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის.


თამბაქოს კომპანიებისთვის ბუნებრივია მსგავსი საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენს.  აქციზის გაძვირებულმა გადასახადმა და შესაბამისად, მომხმარებლისთვის სიგარეტის გაძვირებამ გამოიწვია მწეველთა გადასვლა გასახვევ თამბაქოზე, რომლის შეძენაც და ქვეყანაში შემოტანაც ბევრად იაფადაა შესაძლებელი. მათი განცხადებით,გასახვევი თამბაქოს დაბეგვრა თამბაქოს ბიზნესსაც შეუწყობს ხელს ისევე, როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტს.


რაც უფრო მალე და დაჩქარებულად მოხდება ამ კანონპროექტის მიღება, მით უკეთესი იქნება ყველასთვის, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, რომელიც დღემდე კარგავს შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა ჰამბურგის ლაბორატორიის კვლევა, სადაც პირდაპირაა დადებული დასკვნა, რომ ეს გასახვევი თუთუნი, რაც საქართველოს ბაზარზე შემოდის არის აბსოლუტურად გაურკვეველი წარმომავლობის და ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც საერთოდ არ უნდა იყოს ამ კატეგორიის პროდუქციაში.იმედი მაქვს, რომ დაჩქარებული ტემპით პარლამენტი განიხილავს და მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმ სერიოზული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც დღეს თამბაქოს სექტორი დგას საქართველოში.



ძირითადი პრობლემა ამ ეტაპზე არის კონტრაბანდის გაზრდილი მაჩვენებლი, რაც განპირობებულია იმით, რომ საგადასახადო პოლიტიკა არ არსებობს ქვეყანაში. არ არსებობს გრძელვადიანი აქციზის გეგმა და ქვეყანაში არსებული აქციზის განაკვეთი არ ითვალისწინებს რეგიონში არსებულ სურათს. ყველა მეზობელ ქვეყანაში თურქეთის გამოკლებით, გაცილებით უფრო დაბალია აქციზის გადასახადი,შესაბამისად, ეს უბიძგებს არაკეთილსინდისიერ მეწამეებს, რომ შემოიტანონ უკანონოდ პროდუქცია საქართველოში და მოახდინონ მისი რეალიზაცია,რომელსაც ჩვენ კანონიერი იმპორტიორები ვერანაირ კონკურენციას ვერ ვუწევთ. ჩვენი პროდუქცია აქციზის მაღალი გადასახადის გამო,თუ  5 ლარზე მეტი ღირს,  ამათ შემოაქვთ პროდუქტი, რომელსაც ყიდიან 2 - 2,5 ლარად. 5 ლარიანი სიგარეტიდან 4 ლარს ვიხდი ბიუჯეტში საგადასახადო გადასახადების სახით. წარმოუდგენელია ასეთ ვითარებაში ოპერირების გაგრძელება .“ - აცხადებს ივა ხასია.


თამბაქოს კომპანიების საპირისპიროდ, დადებით ეფექტს გასახვევი თამბაქოს დაბეგვრაში ვერ ხედავს ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე, რომელიც მიიჩნევს რომ მთავარი უარყოფითი დარტყმა ფინანსთა მინისტრის ინიციატივის ძალაში შესვლას, კონტრაბანდის შემთხვევების გაზრდა მოჰყვება.


„გასაგებია ამ იდეის ავტორების მოტივაცია იმიტომ, რომ როდესაც გაძვირდა აქციზის ფასი თამბაქოზე, ძალიან ბვრი ადამიანი გადავიდა გასახვევ თამბაქოზე, ბუნებრივად უფრო იაფ საშუალებაზე. ერთადერთ იაფ საშუალებას რაც დარჩა ფაქტობრივად უძვირებენ ხალხს. ჩემი აზრით, არ არის გამართლებული გასახვევი თამბაქოზე აქციზის გაზრდა, რადგან ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ის ადამიანები ვინც ახლა ლეგალურ გასახვევ თამბაქოს ეწევია, მერე შესაძლოა გადავიდეს არალეგალური, კონტრაბანდით შემოტანილი თამბაქოს პროდუქციაზე, რაც კიდევ უფრო უარესია.ეს არის კონტრაბანდის გაზრდის ხელშემწყობი ფაქტორი. გადასახადების რადიკალური მატება იმ პირობებში, როდესაც საბაჟო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან ვერ კონტროლდება წესიერად და როდესაც მეზობელ ქვეყნებში ბევრად ნაკლები გადასახადია, ბევრ ადამიანს გაუჩნენს მოტივაციას,რომ თამბაქო საქართველოში კონტრაბანდით შემოიტანოს . მეზობლების გარდა გვაქვს ე.წ. შავი ხვრელები, როგორიცაა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია, საიდანაც დღეს ისედაც შემოედინება უამრავი კონტრაბანდული პროდუქცია.“ - აცხადებს ლაშა გოცირიძე.


როგორც ცნობილია, დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა და ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში თამბაქოს შემოტანა სწორედ 500 გრამზე მეტი მოცულობით, ანუ თუთუნის სახით ხდება, რაც ახლა ნულოვან დაბეგვრას ექვემდებარება.


მას შემდეგ რაც თამბაქოზე აქციზი და ადვალური გადასახადი ერთმანეთის მიყოლებით გაიზარდა, თამბაქოს მომხმარებლების დიდმა ნაწილმა  ფასთა მნიშვნელოვანი სხვაობის გამო, თუთუნის შეძენა დაიწყო. ცვლილებები სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული.


მარიამ მორგოშია




თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!
access_time2020-10-20 15:00:08
სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება - ქორწილი, იუბილე, ქელეხი - კორონავირუსის მეორე ტალღის გამწვავებისას,  10 სექტემბრიდან ღია სივრცეშიც აიკრძალა. ღონისძიებები ესაა სფერო, რითაც  შემოსავალს 20-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებდა.  თითქოს ჩავარდნილი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონების შემდეგ, სოციალური ივენთების მიმართულება გამოცოცხლებას იწყებდა და წყვილებმა ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაც კი  შემოდგომაზე გადაწყვიტეს, მორიგი...

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“
access_time2020-10-20 14:30:56
რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც.   ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს.   ,,ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს
access_time2020-10-20 14:05:12
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ბრიფინგი გაიმართა, სადაც განხილული იყო თუ როგორ აისახება ეს ისტორიული მოვლენები, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.   ჯიჰად აზური, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც წლების განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც საქართველოს...

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს
access_time2020-10-20 12:20:57
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს. კვლევის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი, წინა კვარტლის მსგავსად, კვლავ აღმასვლის მეოთხედშია, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციის გამოკითხული წევრები თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას კვლავ უარყოფითად აფასებენ, თუმცა ამავდროულად, ნარჩუნდება პოზიტიური...

World Class - ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

World Class -  ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-10-20 13:30:45
World Class - ის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ფიტნეს კლუბი დროებით წყვეტს მუშაობას რადგანაც კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა:   „ძვირფასო კლუბის წევრებო,   World Class-ის ადმინისტრაცია გაცნობებთ, დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რომ კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19 ინფიცირება, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იმყოფება...


მსგავსი სიახლეები

up