„დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ სოციალური სიდუხჭირის დაძლევის ინსტრუმენტად არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა“

„დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ სოციალური სიდუხჭირის დაძლევის ინსტრუმენტად არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა“

access_time2017-12-22 11:55:20

პრემიერმა ინვესტიციების ახალ წყაროებზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც განაცხადა, მათ შორის საპენსიო ფონდში აკუმულირებულ ასეულობით მილიონზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ახალ ძრავას აამუშავებს, კაპიტალის ბაზრის მექანიზმის ჩართვით.


გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას რეფორმის დაგვიანებაზე და ინსტიტუციის სირთულეზე განაცხდა. მისი წარმოდგენილი გეგმით, იცვლება რეგულაციები საფონდო ინტეგრირებისთვის, ერთიანი ანგარიშსწორების პლატფორმით, გლობალურ კასტოდიუმის ქსელებთან. ამან უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმზიდველობა უცხოელი ინვესტორებისთვის. შესაბამისად, იქმნება ინტეგრირებული მოედანი, საზღვრების გარეშე, სადაც ყველა დაინტერესებულს ექნება წვდომა.


პრაქტიკოსი ეკონომისტებმა რეფორმის ანალიზი ჩაატარეს 13-მიზეზიანი ნუსხა არა პოტენციური, არამედ ფაქტობრივი რისკების მიხედვით არის შედგენილი, იმის დასტურად რომ რეფორმა უფრო დამანგრეველია, ვიდრე შემქმნელი. უკმაყოფილო უფრო მეტი ეყოლება ვიდრე კმაყოფილი, რაც სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს, გასანეიტრალებლად კი მთავრობის მხრიდან გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმას. სტატისტიკით, იძულებით პენსიის დამგროვებელი კატეგორია, მცირეა, 3.7 მლნ მოქალაქიდან 750 000, რომლის 2/3 ₾600-ზე დაბალხელფასიანია და დაგროვებული, საბაზისო ₾180-ზე ნაკლები გამოდის.


ყოფილი ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, მსოფლიო გამოცდილებით, რეფორმით შექმნილი გამოწვევების პრევენცია შესაძლებელი მხოლოდ მაღალი მშპ-ს ქვეყნებში გახდა. „სოციალური სიდუხჭირის დაძლევის ინსტრუმენტად არცერთ ქვეყანაში გაამართლა და არც საქართველო იქნება გამონაკლისი“,  აღნიშნავს ალექსიშვილი.


ალექსიშვილს მიაჩნია, რომ ექსკლუზიურად მართული ფონდის ნაცვლად კერძო საპენსიო ფონდები უნდა განვითარდეს. პენსიის დაგროვება სავალდებულოს ნაცვლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს. დაგროვებით სისტემაზე ჯერ სახელმწიფო სექტორი უნდა გადავიდეს, საჯარო უწყებებში და სსიპ-ებში დასაქმებული თავისი მოხელეებით.


gbc.ge






„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“  დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება
access_time2020-05-29 12:04:26
„აჭარა ჯგუფი“  რესტორნებსა და კაფეებს  დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით. Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს. ჩვენი...

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...

კვლევა: COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა

კვლევა: COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა
access_time2020-05-29 13:00:09
COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა კი კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნა. PwC საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, ნახევარი ამ გამოწვევის წინაშე 1-6 თვეში დადგება, 15% კი გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას. პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების...

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...


მსგავსი სიახლეები

up