დაგროვებითი საპენსიო სისტემა - უზრუნველი სიბერის მოლოდინში

დაგროვებითი საპენსიო სისტემა - უზრუნველი სიბერის მოლოდინში

access_time2019-01-14 19:30:26


"გარდა კორუფციული რისკებისა, ფონდის მთავარი დანიშნულება იქნება მთავრობის ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და არა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, " — ასე აფასებს დაგროვებითი საპენსიო სისტემას ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია საკუთარ სოციალურ ქსელში.



"დაგროვებითი საპენსიო სისტემა - უზრუნველი სიბერის მოლოდინში"  მაკალათიას ამ სტატუსს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.


  1. სავალდებულო - საპენსიო სისტემა არის სავალდებულო და არა ნებაყოფლობითი, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა! ამით ადამიანს ართმევენ არჩევანის უფლებას - განსაზღვროს მისი მომავალი. 40 წლამდე ასაკის დაქირავებით დასაქმებული ადამიანები ავტომატურად ჩაერთვებიან, 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებიც (40-60 კაცები; 40-55 ქალები. 55 და 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ნებაყოფლობით, ისევე როგორც ნებისმიერი ასაკის თვითდასაქმებულები) ჩაერთვებიან იმ განსხვავებით რომ პროგრამაში 3-თვიანი იძულებითი ყოფნის შემდეგ უფლება ექნებათ 2019 წლის 31 მაისამდე დატოვონ სისტემა. ალბათ იმ იმედით, რომ დაეზარებათ სისტემიდან გამოსვლა და შეეგუებიან ბედს (როგორც ხშირად ხდება ჩვენს ცხოვრებაში). საპენსიო სისტემისადმი სანდოობა და მოსახლეობის ჩართვის სურვილის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ინდიკატორი იქნება შემდეგი სტატისტიკა: თვითდასაქმებულთა რა ნაწილი ჩაერთვება საკუთარი ნებით სისტემაში და 40> ასაკის მოსახლეობის რა ნაწილი დატოვებს სისტემას. ეს იქნება სწორედ იმის განმსაზღვრელი, რამდენად სანდოდ აღიქვამენ ადამიანები სისტემას და რამდენად აძლევს მათი შემოსავლები იმის შესაძლებლობას, რომ დააგროვონ უზრუნველი სიბერისთვის აუცილებელი თანხები .


2.  სისტემის მასშტაბურობა და ჩართულობა - დაბალი დასაქმების დონის პირობებში, პროგრამაში ჩართულობის დონეც იქნება დაბალი (შესაბამისად ნაკლები უკმაყოფილო და გამპროტესტებელი ადამიანი. ნაკლები უკმაყოფილო ადამიანიდან ფონდში შესული მეტი ფული). 2017 წელს დასაქმების დონე შეადგენდა 56,7%-ს. თავად დასაქმებულებში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 48.3%. პოტენციურად პროგრამაში ჩაერთვება დაახლოებით 824 ათასზე მეტი ადამიანი (რადგან შერჩევითი დაკვირვებით მიღებული შედეგები ხასიათდება შერჩევის შეცდომით და ზუსტი რიცხვის თქმა შეუძლებელია). ხოლო სავალდებულო სახით (<40) - 370 ათასზე მეტი ადამიანი.



 ა.გ. ამ სისტემით ისარგებლებს ცოტა ადამიანი, რადგან არ გვაქვს დასაქმების მაღალი დონე, უფრო სწორად, შედარებით მაღალ შემოსავლიანი მოსახლეობის ჯგუფი, თორემ თვითდასაქმებულებით და განსაკუთებით, ოჯახურ საწარმოში ან ახლობლისთვის უსასყიდლოდ მომუშავე ადამიანები ბევრი..ხოლო ამ 48.3%-ში ძალიან დიდია დაბალ ანაზღაურებადი დასაქმებულების წილი, ანუ მათთვის სოციალური ეფექტი დიდი არ იქნება..


3. 2% - რომელსაც იხდის დასაქმებული.



ერთი შეხედვით შეიძლება დიდ ფინანსურ კატასტროფას არ წარმოადგენდეს 2%-ის ზედმეტად დაბეგვრა, მაგრამ.... დაქირავებული ადამიანის გადასახადი იზრდება 2%-ით, უფრო მეტის დაბრუნების იმედით (იმედი ნუ მოგიშალოთ), რასაც წარმოადგენს ის მოგება, რომელიც შეიძლება მივიღოთ საპენსიო ფონდიდან განხორციელებული ინვესტიციებით. ინფლაციის გავლენით, ყოველწლიურად ფულს აკლდება მყიდველობითუნარიანობა, ამიტომ მომავალში მისაღებ თანხას რეალური ღირებულება ბევრად შემცირებული ექნება ვიდრე დღეს (თუ საერთოდ იარსება ეროვნულ ვალუტად ლარმა) მისი დაკომპენსირება უნდა მოხდეს საინვესტიციო კომპანიის მიერ მიღებული მოგებით. მაგ; 2017 წელს 2010 წელთან შედარებით 19,7%-იანი ინფლაცია გვაქვს, ანუ დღევანდელი 100 ლარის რეალური ღირებულება (2010 წლის მუდმივ ფასებში გადაყვანით) 83,5 ლარია, ანუ დაფიქსირდა 16,5%-იანი კლება.


თუ ყოველ წლიურად გვექნა 3% ინფლაცია, 20 წელში ფასები მოიმატებს 75%-ით, ხოლო 30 წელში 143%-ით. ასევე საკამათოა და წინასწარ დათვლებს არ ექვემდებარება ის შესაძლო მოგება ან ზარალი რასაც საპენსიო ფონდიდან ინვესტიტებით მოვახდენთ, ვინაიდან 5 წლის შემდეგ იარსებებს როგორც დაბალი, ასევე საშუალო და მაღალ რისკიანი ინვესტირება და ვინ როგორ მიმართავს მის საინვესტიციო თანხებს ამის პროგნოზირება შეუძლებელია.


4. 2% - რომელსაც იხდის დამსაქმებელი.


თუ დასაქმებულისთვის დიდ ფინანსურ პრობლემას არ წარმოადგენს 2%-ის გადახდა, დამსაქმებლისთვის ეს უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილი ხარჯებია. დამსაქმებლის შესაძლო ქცევები: წარმოებაზე დანახაჯების ზრდის გამო გაზარდოს წარმოებულ პროდუქციაზე ფასები, 2%-ით შეუმციროს დასაქმებულებს ხელფასი, სამომავლოდ 2%-ით ნაკლებად გაზარდოს ხელფასი, 2%-ით ნაკლები ხელფასი შესთავაზოს მომავალ დასაქმებულებს (რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც ფულადი ისე არაფულადი სახით, მაგ; სამუშაო დატვირთვის გაზრდით), 2%-ით გაზრდილი ხარჯების საპირწონედ შეამციროს დასაქმებულთა რაოდენობა ან მომავალში არ აიყვანოს სამსახურში.. (ფანტაზია ვისაც გაგეხსნათ შეგიძლიათ მიამატოთ ჩამონათვალს )


5️⃣ 2% - რომელსაც იხდის სახელმწიფო.


2% რომელსაც სახელმწიფო იხდის, რეალურად ჩვენივე გადასახადებიდან ამოღებული თანხებია.
დაქირავებით დასაქმებულებს, რომელთაც თვეში ხელფასი აქვთ 2 000 ლარამდე მათ სახელმწიფო დაურიცხავს ხელფასის 2%-ს, 2 000 ლარიდან - 5 000 ლარამდე ხელფასს დაამატებს 1%-ს, ხოლო 5 000 ლარს ზემოთ ხელფასზე არ დაერიცხება სახელმწიფო სარგებელი.


აქედან გამომდინარე, შედარებით მაღალ შემოსავლიან დასაქმებულებს, სახელმწიფო აღარ ურიცხავს დამატებით სარგებელს, ეს სწორედ იმას მიანიშნებს, რომ პრობლემა შემოსავლებშია. რეალური სიკეთისთვის, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, უნდა გამდიდრდეს მისი მოსახლეობა, მეტი შემოსავლები გაუჩნდეთ და შემდეგ ადამიანებს თავად ექნებათ მოტივაცია, რომ დააგროვონ. განვითარებული ეკონომიკისა და მდიდარი ფენის არსებობის დროს კი ბაზარზე გაჩნდებიან კერძო საფინანსო კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს შესთავაზებენ დაგროვებით სისტემას. ის რომ ბევრ კომპანიას შორის წავა კონკურენცია და მათი მოტივაცია იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მიიზიდონ, შესაბამისად დასაქმებულებს შესთავაზებენ ერთმანეთზე უკეთეს პირობებს. ამით მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება და საფინანსო სექტორიც მოგებული დარჩება.


6. ბოლო 10 წელში, ნომინალური ხელფასის საშუალო ზრდის ტემპი იყო 7.2%, ხოლო ყოველწლიურად საშუალოდ იზრდებობა 52 ლარით. თუ საპროგნოზო მაჩვენებლად გავითვალისწინებთ აღნიშნულ ზრდის ტემპს, ასევე ვივარაუდებთ, რომ ყოველწლიურად ინფლაციის დონე იქნება 3%, ხოლო ყოველთვიურად საინვესტიციო მოგება იქნება 7%, მაშინ 30 წლის შემდეგ ყოველთვიური პენსია იქნება 418 ლარი 10 წლის განმავლობაში, ხოლო ინფლაციის გამორიცხვით რეალური (დღევანდელი ღირებულებით) პენსია იქნება 177 ლარი, რომლის რეალური ღირებულებაც მომდევნო წლებში კლების ტენდენციით გაგრძელდება.


7.  დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეალური მიზეზი


პირველი 5 წელი საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება ,,ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელში’’ რაც პირდაპირ ნიშნავს, იმას რომ საპენსიო ფონდის უდიდესი ნაწილი განთავსდება მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. მით უფრო რომ, დაბალ რისკიან საინვესტიციო პორტფელში, სასესხო ფასიანი ქაღალდების შეძენა დასაშვენია 100 პროცენტამდე. ხოლო მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ეკონომიკიდან სესხულობს ფულს, რომელიც მიემართება სახელმწიფო ვალებისა და ვალდებულებების გასტუმრებას. გარდა კორუფციული რისკებისა, ფონდის მთავარი დანიშნულებაც იქნება მთავრობის ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და არა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.







„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up